ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
სასერტიფიკატო კურსი "მოდის სტრატეგიული კომუნიკაცია" ქართული მედია პლატფორმის TheDiary და საგანმანათლებლო პლატფორმის Green Georgia Academy ერთობლივი პროექტია. ინოვაციური კურსი მიზნად ისახავს პროფესიონალების შემდეგი თაობის აღჭურვას კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, ფოტოგრაფიისა და ციფრული მედიის სტრატეგიების აუცილებელი უნარებით.
ორთვიანი პროგრამა, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გაკვეთილებს. კურსის კონცეფცია მორგებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპირებენ კარიერას მოდის ინდუსტრიაში, ტრადიციულ ან ციფრულ მედიაში.
მოდის სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას TheDiary-ში, საუკეთესოები კი დასაქმებიან.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge
ლექციების სერია:
სალექციო კურსი: სტრატეგიული კომუნიკაცია
პროგრამას გახსნის კესო ლელუაშვილი, ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმის, Phubber-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი და კრეატიული დირექტორი. ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ალუმნი, შემოგთავაზებთ როგორც თეორიულ შეხედულებებს, ასევე პრაქტიკულ სტრატეგიებს მოდის ინდუსტრიაზე მორგებული ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაქმნელად.
სალექციო კურსი:ჟურნალისტიკა, ქოფი და სთაილინგი
TheDiary-ის გუნდი უხელმძღვანელებს სალექციო კურსს, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრეატიულ წერასა და ჟურნალისტურ ნიუანსებზე. სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ შექმნან უნიკალური ხელწერა და როგორ აქციონ საკუთარი ნაშრომი, იქნება ეს ჟურნალისთვის, თუ სოციალური მედიისთვის განკუთვნილი, კრეატიულ ტექსტად.
ამ კურსზე ასევე შეისწავლით თუ როგორ შექმნათ ჟურნალისთვის განკუთვნილი კონტენტი ტექსტით, სთაილინგითა და ფოტოგადაღებით.
მოდის სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას TheDiary-ში, საუკეთესოები კი დასაქმებიან.
სალექციო კურსი: ფოტოგრაფია
სტუდია კიკალას დირექტორი და ფოტოგრაფი, ვახტანგ ალანია გაგიზიარებთ ფოტოგრაფიის ტექნიკურ და კრეატიულ ასპექტებს. სტუდენტები დაეუფლებიან აუცილებელ უნარებს, როგორიცაა განათება, კომპოზიცია და სხვა.
სალექციო კურსი: სოციალური მედიის სტრატეგია & კონტენტის შექმნა
კურსს გაუძღვებიან ჟურნალ ნარგისის მოდის რედაქტორი, დათა ალექსეევი და თანარედაქტორი და კონტენტ კრეატორი, ლევან შავდია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან სოციალური მედიის ეფექტურ სტრატეგიებს და დიჯითალში კრეატიული თხრობისა და საინტერესო კონტენტის შექმნის ტექნიკებს.
სალექციო კურსი: როგორ გავხდე ინფლუენსერი
ქეთი გაგოშიძე ინსტაგრამ გვერდის Date with Versace შექმნელია, რომელსაც თავად დონატელა ვერსაჩე ადევნებს თვალს და საკუთარ ჩვენებებზე მუდმივად იწვევს ქართველ ბლოგერს.
ქეთი სტუდენტებს გაუზიარებს თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო იმისათვის რომ გახდე ბლოგერი. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კონტენტის შექმნა პირადი გვერდისთვის, აუდიტორიის ჩართულობა და ბრენდებთან თანამშრომლობა.
მასტერკლასები
მასტერკლასი ჟურნალისტიკა
ცნობილი ჟურნალისტი, ეკა ხოფერია სტუდენტებს გაუზიარებს ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ახალი ამბების მოძიება, ეთიკური პრინციპები ჟურნალისტიკაში და ავთენტური ჟურნალისტური მასალის შექმნის მეთოდები.
მასტერკლასი: სთაილინგი
ამბის ვიზუალური თხრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სთაილინგი. ჟურნალისთვის იქნება ეს თუ სოციალური მედიისთვის, სთაილინგი კონტენტს უფრო მიმზიდველს ხდის.
მასტერკლასი: ინფლუენსერ კონტენტ სტრატეგია
ამ ექსკლუზიურ მასტერკლასში ინფლუენსერი მარიამ კუხალაშვილი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებასა და ტექნიკებს სოციალურ მედიისთვის განკუთვნილი ფოტოების შესაქმნელად.
მონაწილეები მიიღებენ უნარებს თუ როგორ შექმნან სწორი კომპოზიცია, განათება, სტილი და რეტუში ფოტოებისთვის, რომელიც მიზანმიმართულად სოციალური მედიისთვის არის შექმნილი.
მონაწილეები მიიღებენ უნარებს თუ როგორ შექმნან სწორი კომპოზიცია, განათება, სტილი და რეტუში ფოტოებისთვის, რომელიც მიზანმიმართულად სოციალური მედიისთვის არის შექმნილი.
MEET THE COLLABORATORS
The Diary ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ცხოვრების სტილის, ბიზნესის, კულტურის, თუ გასტრონომიის სამყაროში ჩვენი მკითხველისთვის პერსონალური გზამკვლევის როლს ირგებს. The Diary-ს მთავარი მისია გამორჩეულად საინტერესო კონტენტის შექმნა და მკითხველის მოტივაციაა.
Green Georgia საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელმაც 2016 წელს, მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მოდის ბიზნესის სასწავლო პროგრამა შექმნა და ხარისხიანი განათლებით ქართული მოდის ბაზარზე ახალი ტალანტების აღმოჩენას შეუწყო ხელი. „გრინ ჯორჯიას” მიზანი ახალი პროფესიების დანერგვაა, რომელიც მოიაზრებს თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ევროპული განათლების ხარისხს.
თანამშრომლობის ფარგლებში, TheDiary და Green Georgia Academy გთავაზობთ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას პრაქტიკოსებიდან, არამედ სტაჟირებებს სხვადასხვა მოდის პლატფორმებსა და ივენთებზე და დასაქმების პერსპექტივებს.
კურსის ღირებულება: 1500 ₾
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.thediaryschool.ge