თინა დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და დათო ბახტაძე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილთან ერთად Netflix-ის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2-ში მიიღებენ მონაწილეობას და ცნობილი ავსტრალიელი მსახიობის კრის ჰემსვორთის ეკრანულ მეწყვილეებად მოგვევლინებიან.
Extraction-ის მეორე ნაწილი, 2020 წელს გამოსული ფილმის სექუელი გახლავთ, რომლის მთავარი გმირიც ტაილერ რაიქი (კრის ჰემსვორთი) გახლდათ. კრისის პერსონაჟს ბანგლადეშში საერთაშორისოდ ცნობილი კრიმინალის გატაცებული შვილის გადარჩენა ჰქონდა დავალებული. სასწაულებრივად გადარჩენილი მთავარი გმირი ახალ დავალებას ჰკიდებს ხელს და როგორც ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ, ქართველი განგსტერის მიერ დატყვევებული ოჯახის, ყველაზე საშიში ციხიდან დახსნას დათანხმდება.
ტაილერ რაიქი ამჯერადაც წარმატებით დაასრულებს მისიას, თუმცა მას ქართველი განგსტერი ეწირება, რომლის ძმაც შურისძიების მიზნით ტაილერზე იწყებს ნადირობას და ალბათ, სწორედ აქ შემოდიან სიუჟეტში ქართველი მსახიობები.
თინა დალაქიშვილი ვინმე ქეთევანის, თორნიკე გოგრიჭიანი ზურაბის, დათო ბახტაძე კი ავთანდილის როლში მოგვევლინება. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ახალ ფილმს Netflix-ზე 2022 წლის მაისში ვიხილავთ
Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა. ტრეილერში ჩანს, რომ ჰოკინსი სამხედრო კარანტინის ქვეშაა, ქალაქი ქაოსსა და შიშს აქვს მოცული, ხოლო პერსონაჟებს ვეკნასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.