ამერიკელი სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი მომღერალ რობინ ტიკს, ჰიტად ქცეული მუსიკალური კლიპის Blurred Lines-ის გადაღებაზე, სექსუალური შევიწროების ბრალდებას უყენებს. 30 წლის მოდელი, ახალ წიგნში 2013 წელს მიმდინარე გადაღებებზე წერს და აცხადებს, რომ რობინ ტრიკი მას უნებართვოდ შეეხო სხეულზე.
სექსუალური შევიწროების ბრალდებები თავდაპირველად Sunday Times-ში გამოჩნდა, რასაც დიდი, დასავლური გამოცემების სტატიებიც მოჰყვა, მომღერალს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ემილი რატაკოვსკი, ახალ წიგნში სახელად My Body, იხსენებს, რომ გადაღებებზე რობინ ტრიკე ნასვამი დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ემილისთან გადაეღო სცენა. "არსაიდან უცხო ადამიანის ცივი ხელები ვიგრძენი ჩემს შიშველ მკერდზე. ინსტიქტურად უკან გავიწიე და რობინს შევხედე" - წერს ემილი.
ვიდეოკლიპის რეჟისორი დანიელ მარტელი ემილი რატაკოვსვკის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს: "მახსოვს ის მომენტი, როდესაც მან (რობინმა) მის (ემილის) მკერდს ჩაავლო ხელი, რობინი ემილის უკან იდგა, ორივე მათგანს კი პროფილში ვხედავდი". რეჟისორი აცხადებს, რომ ტიკმა ცოტახანში რატაკოსვკის ბოდიში მოუხადა.
ემილი რატაკოვსკი Blurred Lines-ში მომღერლებთან რობინ ტიკთან, ფარელ უილიამსთან და რეპერ TI-თან ერთად გამოჩნდა, სიმღერა მალევე იქცა მსოფლიო ჰიტად და ჩარტების სათავეებსაც კვირების განმავლობაში იკავებდა.
Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა. ტრეილერში ჩანს, რომ ჰოკინსი სამხედრო კარანტინის ქვეშაა, ქალაქი ქაოსსა და შიშს აქვს მოცული, ხოლო პერსონაჟებს ვეკნასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.