APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, დუა ლიპა, რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ქართული ბრენდის ფეხსაცმელებით გამოჩნდა. დუამ, დები გვანცა და ნინა მაჭავარიანების ბრენდ MACH & MACH-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო.
მომღერლის სტილისტის ლორენცო პოსკოკოს რჩეული ფეხსაცმელი MACH & MACH-ის PF 21 წლის კოლექციიდანაა. დუა ლიპამ მბზინავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს წითელი მაქმანებიანი კომბინეზონი, ამავე ფერის ხელთათმანი და დიდი ზომის ნაცრისფერი პიჯაკი შეუხამა.
Double Bow Crystal-Embellished Glittered Pumps
ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კრეატიული ქართველი შემოქმედების მიღწევები საზღვრებს გარეთ, ყოველთვის ამაღელვებელი და სასიხარულოა. The Diary-ს გუნდით ყოველთვის სიამაყით წარგიდგენთ მუსიკოსების, მხატვრების, სპორტსმენებისა თუ დიზაინერების პატარ-პატარა მიღწევებს, რომლებსაც ხშირად დიდ გამარჯვებებამდეც კი მივყავართ.