ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
პენსილვანიის შტატში, ბატლერში გამართული კამპანიის დროს, ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ესროლეს. თავდასხმის მიუხედავად, ტრამპი სისხლიანი სახითა და მუშტით ცაში გაიძახოდა სიტყვებს - "იბრძოლეთ! იბრძოლეთ! იბრძოლეთ!"
მოგვიანებით, მან თავის მხარდამჭერებს სოციალური მედიის საშუალებით აუწყა, რომ "კარგად იყო" და სერიოზული დაზიანება არ მიუღია. ტრამპი მარჯვენა ყურის არეშია დაჭრილი. თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, FBI-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს. დაიღუპა ტრამპთან შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
თავდასხმამ ტრამპისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ეჭვები გააჩინა.
ამერიკის კანონების მიხედვით, როგორც ექსპრეზიდენტს, ტრამპს საიდუმლო სამსახური ცხოვრების ბოლომდე დაიცავს. ჩნდება კითხვები, თუ როგორ მოახერხა 20 წლის სნაიპერმა შეხვედრაზე შეუმჩნევლად მოქმედება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი, სამეთვალყურეო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად 22 ივლისს დაიბარეს.
არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება, რომელშიც ტრამპი ჯო ბაიდენს უპირისპირდება. ტრამპზე თავდასხმა პირველია 1981 წლელს, რონალდ რეიგანზე თავდასხმის შემდეგ. პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბაიდენმა და რესპუბლიკური პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, ძალადობა დაგმეს.
"ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის. ამ ძალადობრივი აქტის დაგმობისთვის ჩვენ, როგორც ერთი ერი, უნდა გავერთიანდეთ," - განაცხადა ბაიდენმა.
თავდასხმის საპასუხოდ ამჟამინდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, მათ შორის სატელევიზიო რეკლამები შეჩერდა. ტრამპის მხარდამჭერები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და თავდასხმის მიზეზად დემოკრატების ლიდერების რიტორიკას ასახელებენ.
ამერიკელი კანონმდებლები პარტიებსა და ამომრჩევლებს ნაკლებად ძალადობრივი ენისა და ლექსიკის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ამ ინციდენტმა საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ძალადობის გამწვავების შიში გააძლიერა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ქმრის მკვლელობის მცდელობას მელანია ტრამპიც გამოეხმაურა. ის თავდამსხმელს "მონსტრად" მოიხსენიებს და შესაძლო სავალალო შედეგებზე საუბრობს. მელანიას თქმით, 20 წლის თავდამსხმელი ტრამპს არა ადამიანად, არამედ "პოლიტიკურ მანქანად" მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ გაიმეტა იგი სიკვდილისთვის. ყოფილი პირველი ლედი ტრამპის მხარდამჭერებს, "თანამემამულე ამერიკელებს," მადლობას უხდის.
FBI და ადგილობრივი პოლიცია თავდასხმას ერთიანი ძალებით იძიებს. ახლა მთავარია გაირკვეს, რა იყო თავდამსხმელის მოტივი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები და როგორ მოახერხა ყოფილ პრეზიდენტთან 130 მეტრის მანძილზე მიახლოება. FBI-მ უკვე დაადგინა, რომ მსროლელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი პენსილვანიიდან იყო. გამოძიებამ ისიც გაასაჯაროვა, რომ 17 წლის ასაკში კრუქსმა ActBlue-ს დემოკრატიულ პლატფორმას თანხა შესწირა, არადა ის რესპუბლიკელების ამომრჩევლადაა რეგისტრირებული. მან საშუალო სკოლა 2022 წელს მათემატიკასა და მეცნიერებაში მიღებული ჯილდოებით დაასრულა. კრუქსის მამა კომენტარისგან თავს იკავებს და ურჩევნია, საჯარო განცხადების გაკეთებამდე სამართალდამცავების დასკვნებს დაელოდოს.