ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
ქართველ დიზაინერს, დემნა გვასალიას, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დათიმ პრესტიჟული წოდება - „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის“ ტიტული მიანიჭა. ცერემონია პარიზში, ისტორიულ Palais de la Porte-Dorée-ში გაიმართა.
დემნა, როგორც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი და Vetements-ის თანადამფუძნებელი, თანამედროვე მოდის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი ინოვაციური დიზაინები და უნიკალური ხედვა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
ქართველ დიზაინერს უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: CFDA Fashion Awards-ის საერთაშორისო ჯილდო Vetements-ისა და Balenciaga-სთვის (2017) და Fashion Awards-ის წლის აქსესუარების დიზაინერის ჯილდო (2018). 2021 წლის სექტემბერში, საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემნას ღირსების ორდენიც მიანიჭა.
საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან მიღებული ჯილდო დემნასთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„ამ ქალაქში ჩამოვედი ოცნებით, რომ გავმხდარიყავი დიზაინერი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პარიზი ჩემი სახლი გახდებოდა. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი შემოქმედება ან არ ესმოდათ, ანდაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ მას, მაგრამ დღეს ეს იცვლება და ძალიან ბედნიერი ვარ",- დემნა გვასალია.
დემნას ეს ჯილდო Balenciaga-ს კრეატიული დირექტორობის 10 წლის იუბილეს დაემთხვა. უდავოა, რომ ამ დროის განმავლობაში, დემნამ ბრენდის იდენტობა სრულიად გარდაქმნა და თავისი ხედვითა და ინოვაციებით გაამდიდრა.
დემნამ მთელი მსოფლიო ქართული თემატიკის სამოსში გამოაწყო და არც ერთი გლობალური ცერემონია ისე არ ჩაივლის, რომ Balenciaga-ს ან Vetement-ის ნამუშევრები წითელ ხალიჩაზე არ ვიხილოთ. ის პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც საფრანგეთში ასეთი მნიშვნელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.