ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
პარიზი დევიდ ჰოკნისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენით ეგებება გაზაფხულს. ექსპოზიცია სახელწოდებით „David Hockney 25“ უკვე გაიხსნა და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. Fondation Louis Vuitton-ის შენობა, 11 ოთახი, ჰოკნის შემოქმედებამ მთლიანად დაიკავა. პარიზში ჩასულ დამთვალიერებელს მხატვრის 400-ზე მეტი ნამუშევრის ერთ სივრცეში ხილვის შესაძლებლობა ეძლევა.
გამოფენა მთლიანად ჰოკნიმ დაგეგმა და თავისი ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან - მუზეუმებიდან თუ კერძო კოლექციებიდან გამოითხოვა. „ეს გამოფენა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ყველაზე მასშტაბური ექსპოზიციაა, რაც კი ოდესმე მქონია“, — ამბობს ჰოკნი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე ახალ ტილოსაც წარმოგვიდგენს.
ექსპოზიცია ჰოკნის ადრეული პერიოდით, 1950-70-იანი წლებიდან იწყება. წარმოდგენილია ისეთი ლეგენდარული ნამუშევრები, როგორიცაა A Bigger Splash (1967) და Portrait of an Artist (Pool with Two Figures) (1972).
ბუნებას შემდგომ წლებში ჰოკნის შემოქმედებაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო. გამორჩეულ ექსპონატებს წარმოადგენს May Blossom on the Roman Road (2009), უზარმაზარი პეიზაჟი Bigger Trees near Warter (2007) და სპეციალური ინსტალაცია, რომელშიც 60-ზე მეტი პორტრეტი და ნატურმორტია გაერთიანებული.
Fondation Louis Vuitton-ის ზედა სართულებზე ჰოკნისთვის შთამაგონებელი მხატვრების - ვან გოგის, სეზანის, ბლეიკის, მუნკის შედევრები და მათი გავლენით შექმნილი უახლესი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ჰოკნის გზავნილი ასეთია — „DO REMEMBER THEY CAN’T CANCEL THE SPRING“ — რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს თავს, გაზაფხულს ვერავინ და ვერაფერი გააუქმებს. ასე რომ, თუ გაზაფხულსა და ზაფხულში პარიზში მოხვდებით, ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.