დუმილი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის შვიდი წელი და სამწუხაროდ ეს ავის მომასწავებელი დუმილი აღმოჩნდა. 28-წლიანი დიდების შემდეგ, ფრანგული დუეტი Daft Punk უკანასკნელი ტრეკით Epologue-ით დაგვემშვიდობა.
ლეგენდებად ქცეულმა მუსიკოსებმა ტომას ბანგალტერმა და გი მანუელ დე ჰომემ-კრისტომ დუეტი 1993 წელს, პარიზში დააფუძნეს. 1997 წელს გამოსულმა პირველმა ალბომმა Da Funk-მა, რომელშიც ისეთი ტრეკები შედიოდა, როგორებიცაა Revolution 909 და Around The World, მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ ამ ალბომიდან დაიწყო დუეტის აღმავლობის ხანაც.
ბიჭებმა, მათ ნიშად ქცეული მომავლის ჩაფხუტები მოგვიანებით, 2001 წელს დაამზადეს და მას შემდეგ ყველა ინტერვიუს, live გამოსვლასა თუ კონცერტს რობოტების ჩაფხუტებით ესწრებოდნენ.
6 Grammy-ს ჯილდოს, მრავალმილიონიანი მოსმენების, რეკორდული გადმოწერებისა და ზღვა თაყვანისმცემლების ფონზე Daft Punk იყო თანამედროვე ელექტრონული სცენის ის დიდებული დუეტი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შთაგვაგონებდა და აღგვაფრთოვანებდა. რასაკვირველია, დუეტის დაშლის შემდეგაც კი მათი ლეგენდარული სიმღერები ჩვენს Playlist-ში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.
Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა. ტრეილერში ჩანს, რომ ჰოკინსი სამხედრო კარანტინის ქვეშაა, ქალაქი ქაოსსა და შიშს აქვს მოცული, ხოლო პერსონაჟებს ვეკნასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.