ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც 45 დღე რჩება და არაფერი გვაგრძნობინებს ჯადოსნური ახალი წლის და შობის მოახლოებას ისე, როგორც Coca-Cola-ს რეკლამები, რგოლები, რომლებზეც გავიზარდეთ და ყოველწლიურად გადაღებული ვიდეოები, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ ჩვენი გულის აჩუყებას, გამხიარულებას, გაცინებას, გვინერგავენ იმედს და გვაგრძნობინებენ, რომ ყველაზე მაგიური დღეები ჯერაც წინ არის.
2022 წლის მოახლოებასთან ერთად, რასაკვირველია გამოჩნდა Coca-Cola-ს პირველი სარეკლამო ვიდეორგოლიც, რომლის მთავარი გზავნილი წელს ერთგვარი შეხსენებაცაა იმისა, რომ დღესასწაულის მაგია არა საჩუქრებსა და სიურპრიზებში, არამედ ერთად გაზიარებულ ძვირფას მომენტებში იმალება.
მსოფლიო პოსტპანდემიის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი Coca-Cola-მ კვლავინდებურად ოსტატურად წარმოგვიდგინა ერთი პატარა ბიჭის ისტორიის სახით, რომელიც დედისა და მეზობლების დახმარებით ცდილობს საშობაო ჯადოსნობამ მის სახლამდეც მოაღწიოს და ხელოვნურ საკვამურს აშენებს. თუმცა საჩუქარი, რომელსაც თითოეული მაცხოვრებელი იღებს, თავშეყრის მოსაწვევია, რათა ამ მნიშვნელოვან დღეს არასდროს ვიგრძნოთ თავი მარტო და ერთმანეთს დღესასწაული გავულამაზოთ.
საახალწლო ნათურებით მორთული წითელი სატვირთოები და ხმამაღლა გაჟღერებული სიმღერები, ემოციური და ამაღელვებელი სარეკლამო ვიდეორგოლები ჯერ ტელევიზორში, წლების შემდეგ კი კომპიუტერებსა და მობილურებში - გახსენდებათ რამე უფრო სიმბოლური ახალ წელთან დაკავშირებით, ვიდრე Coca-Cola-ს რეკლამებია? - ჩვენ, არა.
Stranger Things-ის მეხუთე და საბოლოო სეზონის ტრეილერი უკვე გამოვიდა. ტრეილერში ჩანს, რომ ჰოკინსი სამხედრო კარანტინის ქვეშაა, ქალაქი ქაოსსა და შიშს აქვს მოცული, ხოლო პერსონაჟებს ვეკნასთან გადამწყვეტი ბრძოლა ელით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.