თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
ჩოგბურთის გავლენა მოდაზე და მისით შთაგონებული სამოსი წარსულში დატოვეთ, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე ასპარეზზე ბალეტი, მისი ესთეტიკა და ყველაფერი ბალეტით შთაგონებული გვაქვს. მოდა კიდევ ერთხელ ამოეფარა ხელოვნების ესთეტიკაც და ჩვენც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ სეზონის ყველაზე ტრენდული ერთეულები ამ ტენდენციის შთაგონებით უნდა შეიძინოთ.
1. ტოპი თოკებზე
მოკლე ტოპებს გრძელ თოკებზე, რომლებიც წელზე ულამაზესად ერტყმის და უკან იკვრება აუცილებლად შენიშნავდით. ახალი ტრენდი სწორედ ბალეტის ესთეტიკიდანაა ნასესხები და მსოფლიოს IT გოგოებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
SURPLICE CROPPED SHIRT WITH TIES
Wrap bow cardigan
2. ბალერინას ქვედაბოლო
ყოველ ბალერინას სჭირდება საკუთარი ქვედაბოლო, ამ შემთხვევაში ტრენდის მთავარი საიდუმლო მის მინიმალისტურობაში იმალება. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი მოკლესა თუ გრძელ ქვედაბოლოს შორის გააკეთოთ სურვილისამებრ.
CUT-OUT MINI SKIRT
SATIN SKIRT WITH KNOTTED DETAIL
3. ფეხსაცმელი
ბალეტის ესთეტიკის გავლენაზე მოდის სამყაროში, ახლად გამოჩენილი ფეხსაცმელების გარეშე შეუძლებელია. ბალეტის შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელები ბიუჯეტური თუ ძვირადღირებული ბრენდების დახლებსა და ონლაინ საიტებზე კუთვნილ ადგილს უკვე იკავებენ.
Bow leather ballerina
LEATHER BALLERINAS
4. ასიმეტრიული მოსაცმელი
ამ მოსაცმლის ან ხშირად სვიტერის დანიშნულება გათბობა ნამდვილად არ გახლავთ, მისი მთავარი მიზანი ლუქის გამრავალფეროვნებასა და დახვეწას ემსახურება.
Knitted cropped sweater
5. სპორტული ორეული
და ბოლოს, წარმოგიდგენთ სპორტულ ორეულებს, რომლებიც განსაკუთრებული ესთეტიკურობით გამოირჩევიან. ბალეტით შთაგონებულ სავარჯიშო ორეულებში ძირითადად ოთხკუთხა ჭრილიანი ზედატანები ჭარბობენ.
Long-sleeved crop top