არპი ალტო პეტროსიანი მომღერალია სომხეთიდან, რომელიც უნიკალური ხმისა და ვარსკვლავური გარეგნობის წყალობით, ინტერნეტ სენსაცია გახდა. არპი ალტოს, ახალგაზრდა ჯულია რობერტსის ორეულად თვლიან და ხვეული თმის, დამახასიათებელი სახის მოყვანილობისა და მომხიბვლელი ღიმილის წყალობით ის ნამდვილად ჰგავს ჰოლივუდელი ლამაზმანის ახალგაზრდობის რეინკარნაციას.
რაც შეეხება არპის მუსიკალურ მონაცემებს, აქ ის ერთადერთი და განუმეორებელია, მისი ხმა საოცრად ნაზი და ჰაეროვანია, არპი დაბალი ტონალობის დიდოსტატი გახლავთ და ამაში მისი ქავერ სიმღერების მოსმენისთანავე დარწმუნდებით.
საოპერო კონტრალტო - ქალის ყველაზე დაბალი ხმა, დიდ იშვიათობას წარმოადგენს მუსიკალურ სამყაროში, თუმცა არპი ალტოს ვოკალურ მონაცემებს, სწორედ კონტრალტოსა და მეცო-სოპრანოს მიქსად მიიჩნევენ, რითაც მომღერალი ნამდვილად იშვიათი ნიჭის მფლობელი ხდება. არპის სიმღერებს Youtube-ზე უკვე ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს დაგროვებული, განსაკუთრებული ნიჭისა და ვიზუალის მფლობელი მომღერალი კი დასავლურ მედიას არ გამოჰპარვია და არპის გამოცემები ამომავალ ვარსკვლავსაც უწოდებენ.
ხვალ, ზეგ და მაზეგ თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მწერლებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი იწყება, რომელიც ამბების თხრობაზე, გამოცდილებების გაზიარებასა და დიალოგის წამოწყებაზეა ორიენტირებული
ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ Diddy კომბსის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუ კომბსს დანაშაულები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ციხეში მოუწიოს დარჩენა.