APPLA-მა დასაკეცი IPHONE DUO წარადგინა
Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone Duo და iPhone 18 Pro წარადგინა. რა არის ახალი და რატომ დასცინის Samsung-ი Apple-ს.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიაზე, ანია ტეილორ-ჯოიმ ნამდვილი ფურორი მოახდინა. 24 წლის მსახიობმა, The Queen's Gambit-ში შესრულებული როლისთვის, პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა, თუმცა გარდა თავბრუდამხვევი წარმატებისა, ანია ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ცნობილ ადამიანთა შორისაც მოხვდა. მან Dior-ის მწვანე აბრეშუმის კაბა და 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების Tiffany & Co-ს ბრილიანტის სამკაულები მოირგო.

თუმცა, ერთი დიდებული კაბა ანიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მოგვიანებით მსახიობის ახალი ფოტოებიც გავრცელდა, რომელშიც ის Dior Haute Couture-ის კაბაში პოზირებს. ონლაინ ინტერვიუებისთვის მსახიობმა ღია ცისფერი, უმხრო აბრეშუმის კაბა მორიგო.
ჩემთვის ეს ღამე გამოსაშვებ საღამოს ჰგავდა, რომელიც არასოდეს მქონია, მთელი ამ პროცესით საოცრად ვისიამოვნეთ

ანია ტეილორ-ჯოის, რიგით მეორე ჯადოსნური კაბა Dior-ის კრეატიული დირექტორის მარია გრაცია კიურის შემოქმედებაა, მის შესაქმნელად ორი მანეკენი გამოიყენეს, უშუალოდ შექმნის პროცესს კი 150 საათზე მეტი დასჭირდა, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა.







