ისტორიული გადაწყვეტილება ბრიტანეთში: MI6-ის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა

ბლეიზ მეტრეველი, MI6

დაზვერვის ისტორიაში პირველად, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურს (MI6) ქალი უხელმძღვანელებს და ამ ისტორიულ ცვლილებას ქართული გვარით მოაწერს ხელი.

MI6-ის დირექტორი ოქტომბრიდან ბლეიზ მეტრეველი იქნება. ძალიან ცოტა რამ არის ამ მომენტისთვის ცნობილი ბლეიზის შესახებ. ინფორმაცია ოჯახის წევრების, მეუღლის ან შვილების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რაც სრულიად ჩვეულებრივი პრევენციული ზომაა MI6-ის ოპერატიული თანამშრომლებისთვის, რომელთა იდენტობის დაცვა უშუალოდ უკავშირდება მათ უსაფრთხოებას. თუმცა, პლატფორმაზე X გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლეიზის მამა, კონსტანტინე მეტრეველი, ბრიტანეთის არმიის სამედიცინო დანაყოფში რადიოლოგად მსახურობდა.

bბლეიზ მეტრეველის ოჯახი

 

კონსტანტინე მეტრეველი 1986–2001 წლებში ჰონგ-კონგის სამედიცინო უნივერსიტეტში ინტერვენციული რადიოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი იყო. 

ბლეიზ მეტრეველი დაზვერვის სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, როგორც ოპერატიული ოფიცერი, და მას შემდეგ სხვადასხვა ამოცანებზე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. კარიერის განმავლობაში ის არაერთ სტრატეგიულ პოზიციაზე იმყოფებოდა როგორც MI6-ში, ისე შიდა დაზვერვის სამსახურში MI5. ბოლო პერიოდში კი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორად, იგივე Director General ‘Q’-ის რანგში, კიბერუსაფრთხოებაზე, საინფორმაციო სისტემებსა და ახალ ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელი იყო.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე სამსახურის ხელმძღვანელობა. MI6 – MI5-სა და GCHQ-სთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს როგორც ბრიტანეთის მოსახლეობის უსაფრთხოებაში, ისე ქვეყნის საგარეო ინტერესების დაცვაში"

ოფიციალურ განცხადებაში, მეტრეველი აღნიშნავს, რომ მისთვის პატივი და პასუხისმგებლობაა MI6-ის ხელმძღვანელობა, სამსახურის, რომელიც MI5-სა და GCHQ-სთან ერთად ბრიტანეთის უსაფრთხოებას იცავს და ქვეყნის საგარეო ინტერესებს ემსახურება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნა ისტორიულია იმ ფონზე, როცა საფრთხეები გაერთიანებული სამეფოს წინაშე უპრეცედენტო მასშტაბს აღწევს. „ეს არის ლიდერობა, რომელიც სჭირდება ქვეყანას“ – აცხადებს სტარმერი. 

ზევით