#ტექნოლოგიები

ყველაფერი რაც GLOBAL TECH WEEKEND TBILISI 2025-ზე უნდა იცოდეთ

გაზიარება:

20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას Global Tech Weekend 2025 უმასპინძლებს. ამ მოვლენის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კოლაბორაციის რეგიონულ ჰაბად გადაიქცევა. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი იქნება.

Global Tech Weekend Tbilisi 2025, Shaping the New Era

ღონისძიება ტექნოლოგიების მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის: WEB3, ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech), აგროტექნოლოგიები (AgriTech), მედია, ციფრული მარკეტინგი, გეიმინგი და კიბერსპორტი (E-Sport).

20 ივნისი, ინოვაციურ Side Event-ებს დაეთმობა. მთელი თბილისის მასშტაბით მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ტექნოლოგიების გარშემო მრავალფეროვან თემებზე იქნება ფოკუსირებული. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ შეხვედრებს ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებთან და ჩაერთონ დისკუსიებში.

21 ივნისს, Radio City-ში გაიმართება მთავარი კონფერენცია იდეით „Shaping the New Era“. კონფერენცია 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ 80-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლებს. სპიკერებს შორის იქნებიან ისეთი ფიგურები, როგორიცაა: 

Patrick Lee – Rotten Tomatoes-ს აღმასრულებელი დირექტორი;

⁠Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;

Katie Soo – DICE-ის უფროსი ბიზნეს ოფიცერი, HBO Max-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და DC Comics-ის ყოფილი მარკეტინგის უფროსი;

Maya Rogers – Tetris-ის აღმასრულებელი დირექტორი;

John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი და DC Comics-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი;

Bill Jackson – Netflix-ის კრეატიული დირექტორი და კიდევ უამრავი საინტერესო და წარმატებული ადამიანი.

Radio City-ს კონფერენციის სივრცეში მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა და Outdoor სცენები, Co-Working სივრცე, მედია სივრცე და Chillout ზონა, სპორტული ზონა, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპოზიცია, არტ-ინსტალაციების ზონა და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს, ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს.

22 ივნისი კი ქართული კულტურის, ტრადიციების გაცნობას დაეთმობა და გაიმართება კულტურული ტური.

Tech Weekend Tbilisi 2025 ორგანიზებულია „ქოლგის“ პრინციპით, რაც უკვე არსებული ტექ. კონფერენციებისა და ინიციატივების გაერთიანებას გულისხმობს. აქ კონკურენცია ჩანაცვლებულია კოლაბორაციით. აღსანიშნავია, რომ Global Tech Weekend არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოთი – სექტემბერში ღონისძიება ყაზახეთსა და ინდოეთშიც გაიმართება.

Global Tech Weekend Tbilisi 2025 არის ადგილი, სადაც რეგიონი ტექნოლოგიური წინსვლისთვის ერთიანდება. თბილისი სამი დღის განმავლობაში ინოვაციების ეპიცენტრად გადაიქცევა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და ციფრული სფერო აინტერესებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: tkt.ge. ღონისძიების სრული განრიგიც უკვე ცნობილია.

The Diary-ს გუნდი Tech Weekend-ზე შეგხვდებათ!

ზევით