2024 პოლიტიკურად დატვირთული წელია. ოქტომბერში არჩევნები საქართველოში გაიმართება, ნოემბერში კი ყურადღება აშშ-სკენ იქნება მიმართული, სადაც სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყრის კენჭს. იქამდე ევროპული პარლამენტის არჩევნების უახლეს შედეგებს გაგაცნობთ. რიგით მეათე ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ბრექსიტის შემდეგ პირველია, 6-9 ივნისს გაიმართა.
ეგზიტპოლის შედეგები
ეგზიტპოლის თანახმად, ახლად დაკომპლექტებულ ევროპარლამენტში “ევროპელი ხალხის პარტია” ყველაზე დიდი მანდატით - 186 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მეორე ადგილზე კი "სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" გავიდა 133 მანდატით. გამარჯვებულმა პროევროპულმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ესპანეთსა და პოლონეთშიც, რამაც ევროპული კომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით დანიშვნას მისცა ბიძგი. როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ულტრა მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მხარდაჭერის ზრდა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს ცენტრისტულ პარტიებს.
ეგზიტპოლის მიხედვით, მარინ ლე პენის მხარდამჭერმა ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელსაც 29 წლის ჟორდან ბარდელა მართავს, ხმების 31.5%-ით გაიმარჯვა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია, რომელიც 6 პარტიას აერთიანებს, ხმების 15.2%-ით დამარცხდა. შედეგების გამოცხადებისთანავე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საფრანგეთის პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დააანონსა. მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას ამხელა მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია და გასაკვირი არ არის, რომ ეგზიტპოლის შედეგებმა პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია. მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობისთვის ეს შედეგები საშინელებაა, შესაბამისად ვადამდელი არჩევნების პირველ ტურს 30 ივნისს, მეორეს კი 7 ივლისს დანიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონს პრეზიდენტობის 3 წელი აქვს დარჩენილი, მარინ ლე პენის პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის, ფაქტობრივად, ლეგიტიმაციას დაკარგავს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი
RAI-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, იტალიაში კონსერვატიულმა პარტიამ “იტალიის ძმებმა” გაიმარჯვეს, რომლის ლიდერიც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიგახლავთ. 2019 და 2022 წლებში დამარცხების შემდეგ, წელს პარტიამ ხმების 28%-ით მოიპოვა გამარჯვება. პოლონეთში კი პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის პროევროპულმა “სამოქალაქო კოალიციამ” მოაგროვა ხმების უმრავლესობა. გერმანიაში ეგზიტპოლების მიხედვით გამარჯვებას ოპოზიციური პარტია - მემარჯვენე-ცენტრისტული კავშირი აღწევს. მეორე ადგილზე კი, მიუხედავად კრემლთან დაკავშირებული სკანდალისა, პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვისაა”. ამჟამინდელი კანცლერის ოლაფ შოლცის “სოციალ დემოკრატები” კი მესამე ადგილს იკავებს. ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ნაციონალური არჩევნებიც მიმდინარეობდა.
9 ივნისს არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ თანამდებობა დატოვა, თუმცა იგი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეინარჩუნებს სტატუსს.
ევროპარლამენტის უმრავლესობაში კვლავ პროევროპული და ლიბერალური პარტიები არიან, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ - უახლოეს მომავალში კი საფრანგეთში გამართულ არჩევნებს დავაკვირდეთ.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი აიღო 57 კგ წონით კატეგორიაში.