პაპის კონკლავი: როგორ მიმდინარეობს ახალი პაპის არჩევის საიდუმლო რიტუალი
როგორ აირჩევა კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ — კონკლავის წესები, კანდიდატები და პროცესის მნიშვნელობა.
მოგონებები გარდასულ დღეთა თითქოს სიზმარს ჰგავს, მათთვისაც კი ვისაც აფხაზეთის მშვენიერება თვალით არასოდეს უნახავს და მათთვის, ვინც ღამღამობით დღემდე სტუმრობს მშობლიურ მხარეს, ჩაისუნთქავს შავი ზღვის სურნელს, ნაცნობ ქუჩებში ხეტიალით ბედნიერდება და 28 წლის წინ მიტოვებულ სახლ-კარს, ეზოს და დაუვიწყარ მოგონებებს კვლავინდებურად მოავლებს თვალს.
უკვე 28 წელია საქართველოს ზღაპრული მხარე, მხოლოდ ჩვენს მოგონებებში ცხოვრობს, მოგონებებში, რომელსაც დრომ თავის კვალი დაატყო და დროდადრო სულ უფრო ფერმკრთალდება, ჩვენ კი მთელი ძალით ვცდილობთ თითოეულ მომენტს ძლიერად ჩავებღაუჭოთ და ხელი არასდროს გავუშვათ.
სოხუმის დაცემის შემდეგ დაბადებული დაკარგული თაობისთვის ყველაფერი კიდევ უფრო რთული და აბსტრაქტულია, იმის მონატრების თუ გჯერათ, რაც არასოდეს გინახავთ? - სწორედ თვალით უნახავ წარსულსა და ბუნდოვან მომავალში გაჭედილი თაობის ხვედრია მშობლიური მხარის კონტურები ფოტოებიდან აკინძოს, მშობლების მიერ მოყოლილი ისტორიები ლამაზ კადრებად შეაკოწიწოს და უყვარდეს ის, რაც მისი ნაწილიცაა.