ამ ზაფხულს, ყველაზე ცხელი ამინდების თვეში, ეკრანებიდან უენსდეი ადამსის ჩრდილი და სუსხიანი მზერა გაგვაგრილებს. ჯენა ორტეგას პერსონაჟი კვლავ Netflix-ზე ბრუნდება. Wednesday-ის მორიგი სეზონის პირველი ნაწილი 6 აგვისტოს გამოვა, მეორე კი – 3 სექტემბერს.
ახალი სეზონი კიდევ უფრო ჩახლართული, ბნელი და სარკაზმით გაჯერებული იქნება. უენსდეი კვლავ შეაღებს Nevermore აკადემიის კარიბჭეს და ახალ თავგადასავლებში გადაეშვება. შოუს შემქმნელების თქმით, ამ სეზონშიც არ ელის უენსდეის მშვიდი სასწავლო სემესტრი და ძველ მტრებთან თუ იდუმალ მოვლენებთან გამკლავება მოუწევს.
ბევრ ოჯახურ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა.
თიზერიც ზუსტად ამას გვაუწყებს - ბასრი ხმლები, ელექტრო შოკი, საიდუმლოები, შავი ცრემლები და Wednesday-ის ცნობილი, სიკვდილის მომასწავებელი მზერა ისევ ადგილზეა. და თქმა უნდა ამ სეზონშიც სარკაზმი უენსდეის მთავარი იარაღი იქნება. გოტიკური პერსონაჟის როლში შეუცვლელი ჯენა ორტეგაა, რომელიც ამჯერად პროდიუსერის სტატუსითაც გვევლინება. მასთან ერთად ეკრანზე ვიხილავთ უმცროს ადამსს – პაგსლის, რომლის როლსაც ისააკ ორდონესი ასრულებს.
პაგსლი პირველად გადმოაბიჯებს Nevermore-ის ზღურბლს და თავისი ძალების აღმოჩენას შეეცდება. მორტიცია და გომეს ადამსების როლებს კვლავ კეტრინ ზეტა-ჯონსი და ლუის გუზმანი მოირგებენ. ამჯერად ისინიც აკადემიის უცნაური ყოველდღიურობის ნაწილი გახდებიან. შოუს შემქმნელების თქმით, სკოლაში ოჯახის წევრების ყოლით უენსდეი აღფრთოვანებული ნამდვილად არ არის. ახალ პერსონაჟებს შორის ვიხილავთ სკოლის დირექტორს, რომელსაც სტივ ბუშემი ასრულებს, და მორტიციას ექსცენტრულ დედას, ჰესტერ ფრამპსი.
უენსდეის ბებიის როლს ბრიტანელი მსახიობი, Joanna Lumley მოირგებს
თუ პირველი სეზონის ფოკუსში თავად უენსდეი იყო, ამჯერად სხვა პერსონაჟების ისტორიებს გავიცნობთ უკეთ. ეკრანზე დაბრუნდებიან ენიდი, ბიანკა, ტაილერი და Thing-ი.
ასე რომ, მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.