#კულტურა

URWERK-ისა და დავით კაკაბაძის ისტორიული კოლაბორაცია

გაზიარება:

საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Urwerk, დავით კაკაბაძის Art Studio-სთან კოლაბორაციით, ახალი საათი „UR-100V Time and Culture III“ წარადგინა. საათის თითოეული დეტალი დავით კაკაბაძის ატელიეს ოსტატების მიერაა შესრულებული.

Urwerk, UR-100V Time and Culture III, Kakabadze atelier, დავით კაკაბაძის არტ სტუდია, შვეიცარული საათების ბრენდი Urwerk

UR-100V Time and Culture III-ის ოქროთი და ტიხრული მინანქრით შესრულებული დიზაინი მინიატიურული მხატვრობის ნამდვილი შედევრია. მის შესაქმნელად ქართველ ოსტატებს 1152 დღე, 19 სხვადასხვა მინანქარი და მათი 750°C ტემპერატურაზე 16-ჯერ გამოწვა დასჭირდათ.

Urwerk, UR-100V Time and Culture III, Kakabadze atelier, დავით კაკაბაძის არტ სტუდია, შვეიცარული საათების ბრენდი Urwerk

კომპოზიციის შთაგონების წყარო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ფრესკის ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“ გახდა. როგორც თავად ბრენდი აღნიშნავს, ეს საათი „Time and Culture“ კოლექციის ნაწილია და ქრისტიანულ რელიგიას ეძღვნება, კერძოდ კი საეკლესიო გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ელიოზმა, იერუსალიმიდან წამოსვლის შემდეგ, ქრისტეს სამოსელი საქართველოში ჩამოაბრძანა. დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და მოზღვავებული ემოციების ფონზე სული განუტევა. ვერანაირად შეძლეს კვართის სიდონიას ხელებიდან მოშორება და იძულებულნი გახდნენ სიდონია კვართიანად დაემარხათ.

Urwerk, UR-100V Time and Culture III, Kakabadze atelier, დავით კაკაბაძის არტ სტუდია, შვეიცარული საათების ბრენდი Urwerk

საათის ციფერბლატზე გამოსახულია ქრისტე, რომელიც 12 თვის, 12 საათისა და 12 თანავარსკვლავედის გამომხატველი ციური სიმბოლოებითაა გარშემორტყმული.

Urwerk, UR-100V Time and Culture III, Kakabadze atelier, დავით კაკაბაძის არტ სტუდია, შვეიცარული საათების ბრენდი Urwerk

ეს საათი შვეიცარიული საათების ბრენდის ფილოსოფიის გაგრძელებაა. Urwerk-ში თანამედროვე საათები უძველეს ტრადიციებთან თანხვედრაში იქმნება.

ზევით