სელინ დიონი სცენაზე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა პარიზში სრულმასშტაბიანი კონცერტი გამართა.
უკრაინელმა ხელოვანმა სოციალური სამყაროსთვის ცნობილმა როგორც @alina_art_collage, საკუთარ ქვეყნის, უკრაინის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო, რომელშიც ალინა იმ ცნობილი ადამიანების კოლაჟებს ქმნის, რომლებიც ომის გამოცხადების დღიდან საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ უკრაინას.
„მინდა გავაკეთო უკრაინული სტილის კოლაჟები და გავყიდო უფასო შემოწირულობის პრინციპით. მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება ჩვენი მამაცი მეომრების დასახმარებლად“ - დაწერა ალინამ.
დემნა გვასალია, ბენედიქტ კამერბეჩი, მადონა, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ილონ მასკი თუ ლეონარდო დიკაპრიო - ამ და სხვა ცნობილების ნახვა ალინას Instagram გვერდზე შეგიძლიათ, სადაც მათი ფოტოები, ცნობილი გამოცემების გარეკანიდან თუ კონცერტებიდან, ტრადიციული უკრაინული თემატიკით არის გარდაქმნილი.