#სამეფო ოჯახი

Trooping the Colour 2025 – სამეფო ოჯახი ლონდონის სამხედრო ცერემონიაზე

გაზიარება:

ლონდონში, ბაკინგემის სასახლესთან ახლოს, ტრადიციული სამხედრო ცერემონია გაიმართა. Trooping the Colour ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური ღონისძიებაა, რომელიც მეფის დაბადების დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად ტარდება. 2025 წლის აღლუმი არსებული წესის დაცვით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, დედოფალი კამილა, უელსის პრინცი უილიამი, პრინცესა კეთრინი და მათი შვილები: ჯორჯი, შარლოტა და ლუი.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

კეთრინი ღია ცისფერ კაბა-პალტოთი გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის ბრიტანულ სახელოსნოში Catherine Walker შეიკერა. კაბა-პალტოს თეთრი საყელო და მანჟეტები ამშვენებდა. პრინცესას ჩაცმულობას ავსებდა ამავე ფერის Juliette Botterill-ის დიზაინით შექმნილი ქუდი. ხოლო დამატებით აქსესუარად კეთრინს ყურებზე დედოფალ ელისაბედ II-ის საყურეები ეკეთა. აღსანიშნავია სამკერდე ნიშანიც, რომელიც ირლანდიური გვარდიის სიმბოლოა და პრინცესას სამხედრო წოდებაზე მიუთითებს.

პრინცესა შარლოტა

პრინცესა შარლოტამ დედის კაბის ფერს შეუხამა სამოსი. ღია ცისფერ კაბას თეთრი ქამარი ამშვენებდა. შარლოტა ზღაპრის ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. პრინცი ლუი კი კვლავ ანცი ქცევით გამოირჩეოდა. პრინცი უილიამი აღლუმში სრული სამხედრო აღჭურვილობით მონაწილეობდა.

უილესის პრინცი

რაც შეეხება დედოფალ კამილას, მას თეთრი კაბა-პალტო ემოსა და ამავე ფერის ქუდი. მკერდზე კი მასაც გრენადერთა გვარდიის ორდენი ეკეთა, რომელიც ოდესღაც დედოფალ ელისაბედს ეკუთვნოდა.

დედოფალი კამილა

წლევანდელ ცერემონიაზე სამეფო ოჯახის წევრებმა მეფის თხოვნით შავი სამკლავურები გაიკეთეს, ინდოეთის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად. 

აღლუმის დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრები ბაკინგემის სასახლის აივანზე გამოჩნდნენ და საჰაერო ძალების საჩვენებელ ფრენას დაესწრნენ.

ლონდონი

ლონდონი

2025 წლის Trooping the Colour ტრადიციისადმი ერთგულების და პოლიტიკური სიმბოლიკის მაგალითია – ფორმალური, მაგრამ მკაფიო გზავნილით: სამეფო ოჯახი ერთიან ინსტიტუტად რჩება.

ზევით