ტეილორ სვიფტის ახალი ერა იწყება. 14 გრემის მფლობელი მუსიკოსი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. როგორც თავად ტეილორი ამბობს, The Life of a Showgirl ენერგიული და სრულიად განსხვავებული იქნება ყველა სხვა ალბომისგან.
ახალი ალბომის გარეკანი და მის შესახებ დეტალები ტეილორის შეყვარებულის, ტრევის კელსისა და მისი ძმის, ჯეისონ კელსის პოდკასტში New Heights გავიგეთ.

ალბომი 3 ოქტომბერს გამოვა. ეს დღე ემთხვევა National Boyfriend Day-ს, ასევე ტრევის კელსის ოჯახში ეს კვირა მნიშვნელოვან თარიღებს უკავშირდება: ტრევისის დაბადების დღე 5 ოქტომბერსაა, მისი დისშვილის 2-ში, ხოლო დედის 9-ში.

თანაც, ეს სვიფტის მეექვსე ალბომია, რომელიც ოქტომბერში გამოდის (1989, Red და Reputation-ის შემდეგ). ალბომის პროდიუსერები თავად ტეილორი, მაქს მარტინი და Shellback არიან. მასში სულ 12 სიმღერა შედის და ყველაზე მოკლე ალბომი იქნება ტეილორის კარიერაში. თუმცა, როგორც სვიფტი აღნიშნავს, 12 ტრეკში ჩაატია ის, რისი მუსიკის ძალით თხრობაც ყოველთვის უნდოდა.
სიმღერების სია ასეთია: The Fate of Ophelia, Elizabeth Taylor, Ruin the Friendship, CANCELLED!, Opalite, Father Figure, Eldest Daughter, Ruin the Friendship, Actually Romantic, Wi$h Li$t, Wood, Honey.
მე-12 სიმღერა კი ალბომის სახელწოდებას ატარებს და საბრინა კარპენტერთან დუეტია.
ტეილორმა ალბომი ევროპის Eras ტურის განმავლობაში შექმნა, რაც წარმოუდგენლად ჟღერს და როგორც მომღერალი აღნიშნავს, The Life of a Showgirl-ზე მუშაობა ენერგიის წყაროდ იქცა. ტურის განმავლობაში სვიფტი სამი დღე გადაბმულად ატარებდა კონცერტებს, სამი დღე კი ისვენებდა, სწორედ ამ დასვენების დღეებში ალბომზე მუშაობდა. Life of a Showgirl ასახავს იმას, რაც ლეგენდარული Eras Tour-ის დროს სცენის მიღმა ხდებოდა. ტეილორი მაშინ მართლაც შოუ-გოგოს ცხოვრებით ცხოვრობდა.

„იმ მომენტში ფიზიკურად გამოფიტული, თუმცა გონებით აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი“, – ტეილორ სვიფტი.
ალბომის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო. სპეციალური ვინილის ვერსიები ექსკლუზიურ ფოტოებსა და ლექსებსაც შეიცავს. როგორც ტეილორი ამბობს, ეს ალბომი მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და დრამატულ პერიოდს აერთიანებს და ძალიან ამაყობს ნამუშევრით.
ასე რომ, 3 ოქტომბერს, Swifties პირველად მოისმენენ, როგორი იყო ტეილორ სვიფტის ცხოვრება კულისებს მიღმა. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი დაუვიწყარი თავი იქნება სვიფტის კარიერაში.