ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც შეიცავს.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოება და მისი მშვენიერებით ტკბობა ყოველი ჩვენგანის დაუოკებელი სურვილი გახდა და რა გასაკვირია, თუ კი ეს გრძნობები ქართველი დიზაინერების ნამუშევრებშიც აღიბეჭდა. მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დღევანდელი განრიგის მესამე ციფრული ჩვენება თეონა გარდაფხაძის ბრენდ TEYO-ს ეკუთვნის.
TEYO-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შთაგონების წყარო ბრუტალური არქიტექტურული ფორმები გახდა. მთელი ჩვენება მონოქრომული ფერთა პალიტრისგან იყო შემდგარი, რომელიც სითბოს შეგრძნებასა და ქალური ძლიერების ხაზგასმას ემსახურებოდა.
იმის ჩვენებას, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ ქალებს სამყაროს მიერ შეთავაზებული ცვლილებების მიღება და ახალი რეალობისთვის ფეხის აწყობა.
TEYO მდგრადი და სტაბილური ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია მუდმივად ტრენდული ერთეულების შექმნაზე.
TEYO-ს კოლექციაში ძირითადად ჯინსის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილები იყო გამოყენებული, რომელიც ქალისა და ბუნების ჰარმონიის მიქსს წარმოადგენდა. მწვანე ბუნებაში დაკარგული ქალის იდეას ატარებდა ციფრული ჩვენების უკანა ფონიც, რომელმაც დიზაინერს საკუთარი იდეისა და გზავნილის სწორად გადმოცემის საშუალება მისცა.