„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
ათწლეულზე მეტია თაკო მექვაბიძე ყოველ სეზონზე მნახველს ერთიანად მონუსხულსა და აღფრთოვანებულს ტოვებს, დიზაინერს და მისივე სახელწოდების მქონე ბრენდს ჩვენთვის იმედი ამ დრომდე არც ერთხელ არ გაუცრუებიათ, რაც მთავარია, დიზაინერს წლიდან-წლამდე განვითარება და წინსვლა ნათლად ეტყობა. მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დღევანდელი დღის მეორე ციფრული ჩვენება, სწორედ TAKO MEKVABIDZE-ს ეკუთვნის.

2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, მართალია, სეზონებისთვის მოულოდნელ, თუმცა თაკო მექვაბიძისთვის სრულად მისაღებ ნათელ, პასტელურ ფერებს მოიაზრებს, მკვეთრი წითლისა და ოქროსფერი სილუეტებით, ყოველივე ეს კი 70-80-იანი წლების სტილის გავლენით იფუთება, შთაგონების მთავარ წყაროს კი ერთადერთი და განუმეორებელი ბიანკა ჯაგერი ასრულებს.

ჩემი ინსპირაცია ბრიტანელი როკ მუსიკოსი, მიკ ჯაგერის მეუღლე ბიანკა ჯაგერი გახდა. ძლიერი, თავდაჯერებული ქალი, შთამბეჭდავი გარეგნობითა და სტილის უნიკალური შეგრძნებით - თაკო მექვაბიძე

თაკო მექვაბიძის ქალი თავდაჯერებულია, მას შეუძლია თამამად ატაროს მამაკაცის თარგზე აწყობილი, მასკულინური სტილის მატარებელი სამოსი, ერთდროულად თან დაატაროს კლასიკაც და დღესასწაულიც.

TAKO MEKVABIDZE-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში რამდენიმე ნაცნობ სილუეტებსაც მოკრავთ თვალს, რომლებზეც დიზაინერმა ხელახლა იმუშავა და თითოეულ მათგანს ახალი სიცოცხლე შთაბერა. თაკო მექვაბიძის ქმნილებათა შორის უკვე რამდენიმე წელია საპატიო ადგილს იკავებს ვეგანური ტყავი და ხელოვნური ბეწვი, რითაც დიზაინერი მოდის სახელით ცხოველების არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას გმობს.