27 სექტემბერს, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციიდან 32 წლის შემდეგ, საქართველოს კინოთეატრებსა და cavea.plus-ზე მინისერიალის „სოხუმი“ პრემიერაა. რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ნამუშევარი სოხუმის დაცემამდე პერიოდსა და საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს.
ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ომის პირობებში არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ ადამიანური ღირსებისა და პრინციპების შენარჩუნებას ცდილობენ. სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ასახავს 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებების, ტრაგიკული დილემებისა და გმირობის ქრონიკას.
სერიალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები, რომლებიც მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების როლებს განასახიერებენ. ჟიული შარტავას როლში ვიხილავთ დავით ბეშიტაიშვილს, ედუარდ შევარდნაძეს განასახიერებს გოგა პიპინაშვილი, ხოლო ზვიად გამსახურდიას – თემიკო ჭიჭინაძე. ფილმში ასევე მონაწილეობენ ანდრო ჭიჭინაძე, ია შუღლიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, პაატა ინაური, ვანიკო თარხნიშვილი და თეატრისა და კინოს სხვა მსახიობები.
სხვადასხვა ეპიზოდში წარმოდგენილი ისტორიები რეჟისორის მიერ შეგროვებულ დოკუმენტურ მასალას ეფუძნება, შესაბამისად ეკრანზე გაცოცხლებული პერსონაჟების ამბები რეალურ ადამიანებსა და მათ ცხოვრებას ეყრდნობა.
ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას როლს ასრულებს, ამბობს, რომ მისთვის უახლესი ისტორიის თანამონაწილე ადამიანის როლის მორგება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
„გურამ გაბესკირია არის გმირი, რომელიც კრიტიკულ მომენტში არ ღალატობს სინდისს, პრინციპს, ერთგულებას და არ დაიჩოქებს მტრის წინაშე,“ – ვანიკო თარხნიშვილი.
მინისერიალს განსაკუთრებულად იმიტომაც ველით, რომ მასში სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობს.
„ფილმის სხვადასხვა მონაკვეთი [ანდროს] თავის პროცესზე ვაჩვენე. შევთანხმდით რომ კინოთეატრში პირველად ერთად ვნახავთ,“ – თორნიკე მიგინეიშვილი, ანდროს ადვოკატი.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.