გალერია არტერია, 15 აპრილს, ანა დედაბრიშვილის კურატორობით ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „შენ ორი ხარ“ წარმოგვიდგენს. გამოფენის თემაა ორნი და მისი მონაწილეებიც ორნი არიან: თეზი ოსეფაშვილი და ხათუ ფსუტური, მეტიც, არტერია გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელსაც გაორებას უწინასწარმეტყველებს.
გაორება და წინააღმდეგობრივი აზრები ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია? გამოფენის მონაწილე მხატვრები ხათუ ფსუტური და თეზი ოსეფაშვილიც ხშირად ხატავენ ორ ფიგურას, რომელიც თითქოს ერთი და იგივე ადამიანი ან სულაც არსებაა. თეზის ნამუშევრებში ჩვენ ვხედავთ გარდამავას, გაორებულ რეალობას - სიზმარს, ოცნებასა და რეალობას შორის.
გვაქვს თუ არა ერთი ჩამოყალიბებული არსება თუ მუდმივად გაორებულები ვართ? თუ გაორება მხოლოდ ილუზიაა და დროებითი შეცდომა, რომელიც უნდა გადაილახოს, რომ ერთი მთლიანობის ნაწილები გავხდეთ? - იქნებ ასე აღარ ვიქნებით მარტო? სწორედ ამ კითხვებზე საფიქრალად და პასუხების მოსაძებნად გალერეა არტერია გამოფენაზე გვეპატიჟება.
მხატვარი თეზი ოსეფაშვილი ხშირად აერთიანებს ნახატებში ფერსა და ტექსტურას და ის ნამუშევრებში კონტრასტითა და ვიბრაციით შეაქვს.
ხათუ ფსუტური კინორეჟისორი, მემონტაჟე და იმავდროულად მხატვარია, მას ღრმას სწამს, რომ ეს ეს პროფესიები არათუ ხელს უშლიან, პირიქით ავსებენ ერთმანეთს. ხატვა 9-10 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ არც გაჩერებულა, ბუნებრივიაა, რომ მის ცხოვრებაში ფერწერას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ხატავს მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ემოცია შემოაწვება და ცდილობს თითოეული ნამუშევარი ერთ დღეში დაასრულოს, რათა ეს ემოციები მაქსიმალურად გადაიტანოს ტილოზე.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.