ემილი კუპერი მორიგი ევროპული თავგადასავლისთვის ემზადება. Netflix-მა ოფიციალურად დააანონსა, რომ Emily in Paris-ის მე-5 სეზონი 18 დეკემბერს გამოვა და პირველი თიზერიც გაგვიზიარა. ამჯერად ემილის ისტორია ორ ქალაქში, პარიზსა და რომში განვითარდება. როგორც სერიალის შემქმნელი, დარენ სტარი ამბობს, ეს სეზონი ორი ქალაქის ამბავია და მეტიც, ემილი ვენეციაშიც აპირებს გასეირნებას.
ახალ თიზერში ჩანს, თუ როგორ ერგება ემილი la dolce vita-ს რიტმს – ვენეციის არხებში სეირნობს და რომის არქიტექტურით ტკბება.
გაგახსენებთ, რომ მე-4 სეზონის ბოლოს ემილი რომში გადადის სამუშაოდ, სადაც Agence Grateau-ს ახალი ოფისის ხელმძღვანელი ხდება. ამავდროულად კუპერი ახალ ურთიერთობას იწყებს იტალიელ მარჩელოსთან. მე-4 სეზონმა Netflix-ის სერიალების საუკეთესო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა, გამოსვლიდან პირველ ოთხ დღეში 19.9 მილიონი ნახვა დააგროვა და 93 ქვეყნის ტოპ ათეულშიც მოხვდა. ასე რომ, მე-5 სეზონს მილიონობით მაყურებელი ელოდება.
Ph: Caroline Dubois
სერიალის მთავარი როლის შემსრულებლის, ლილი კოლინზის თქმით, ახალ სეზონში მაყურებელი ემილის სხვა მხარეს იხილავს. „მარჩელო ემილისთვის სრულიად ახალი თავგადასავალია. ჩვენ გვინდოდა, რომ მას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი ბალანსი ეპოვა და ბედნიერება აღმოეჩინა,“ – ლილი კოლინზი.
თუმცა, ემილის წარსული პარიზში არ დარჩება. მე-4 სეზონის ფინალში მისი პირველი პარიზული სიყვარული, გაბრიელი (ლუკას ბრავო) აცნობიერებს, რომ ემილისთან ყოფნა სურს. ახალ სეზონში გავიგებთ, დააგვიანა თუ არა, გაბრიელმა ამის გაცნობიერება.
Ph: Giulia Parmigiani
ასე რომ, მზად ვართ სიყვარულით, რომანტიკით, მეგობრობითა და, რაღა თქმა უნდა, საინტერესო კოსტიუმებით სავსე ახალი სეზონისთვის.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.