ახალი ამბავი არ არის, რომ განსაკუთრებული წიგნები გარკვეული მოვლენების სიმბოლოებად იქცევა ხოლმე. სტატია ფრანც კაფკას წიგნზე - „პროცესი“, რომელიც ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რეჟიმის პატიმრების სიმბოლოდ იქცა, უკვე შემოგთავაზეთ. დღეს კი იმ წიგნზე მოგიყვებით, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს თავის სასამართლო პროცესზე ეჭირა ხელში. პლატფორმა X-ზე გავრცელებულ მზიას ფოტოს წიგნის ავტორი - მარია რესაც გამოეხმაურა.
ცნობილი ფილიპინელი ჟურნალისტისა და მწერლის, მარია რესას წიგნი - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, დემოკრატიული სამყაროს გულშემატკივარი და დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხისთვის იმედის ნაპერწკლად იქცა. მარია რესა ღიად ებრძოდა ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს დიქტატორულ რეჟიმს და სწორედ ამ ბრძოლის გამოცდილებაზე გვიყვება წიგნშიც.
რა ხდება მაშინ, როცა დიქტატორული რეჟიმი ამარცხებს დემოკრატიას? რა ასუსტებს დემოკრატიას? როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია და უწყობს თუ არა პროპაგანდის გაზრდას ხელს სოციალური მედია? - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელთა პასუხებსაც წიგნში იპოვით.
როგორც ჩანს, დიქტატორები კრეატიულობით არ გამოირჩევიან და ძირითადად ერთ გეგმას მიჰყვებიან. გეგმის ნაწილია მოსყიდული სასამართლო, სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტების აქტიურობა, მოქალაქეების დადანაშაულება ღალატში, მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადება, ხალხის იმით დაშინება, რომ თუ ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობას დაიწყებენ, ომი გარდაუვალია, საღად მოაზროვნე ადამიანების რეპრესიები და მათი ძალადობრივი ხერხებით ჩამოშორება... ეს არის დიქტატურა.
მარია რესა ZegFest-ის ფარგლებში საქართველოშიც იყო ჩამოსული და ფესტივალის მონაწილეებთან წიგნის შესახებ დისკუსიები გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა საქართველოს ამბების მსოფლიო მასშტაბებზე გატანის სწრაფი გზები გაგვიხსნა, პარალელურად პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციების მასშტაბებიც გაზარდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საჭიროა ვიცოდეთ ხერხები, თუ როგორ ვებრძოლოთ პროპაგანდას და როგორ ვამხილოთ იგი. ამას ხერხებს კი, მარია რესა გვიზიარებს.
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ მკითხველს საშუალებას აძლევს თვალი გაუსწოროს დიქტატურის ნიშნებსა და საშიშროებებს. ასევე, გვეხმარება ვიპოვოთ პასუხები იმ რთულ კითხვაზე, რომლებიც ამ სტატიის სათაურშივეა დასმული.
ph: Andersen/AFP
მარია რესა პირველი ფილიპინელია, რომელიც 2021 წელს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მარია არის იმის მაგალითი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი მედიის არსებობას და რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი, რომელიც ებრძვის მჩაგვრელ სისტემას.
სოფია კოპოლა დოკუმენტურ ჟანრში პირველ ნაბიჯს დგამს. ფილმი Marc by Sofia, ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს აცოცხლებს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.