საერთაშორისო ბუკერის პრემიის ჟიურიმ 2021 წლის 13 რჩეული ნაწარმოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა და სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გრძელ სიაში ქართველი მწერლის, კინორეჟისორისა და სცენარისტის რომანი „მსხლების მინდორიც“ მოხვდა.
„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანია, რომელიც 2015 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. ნანას, ამ რომანისთვის 2016 წელს გადაეცა პრემია „საბა“ ნომინაციაში წლის დებიუტი, ასევე „ილიაუნის ლიტერატურული პრიზი“ და პრემია „ლიტერა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის.
რომანი მოგვითხრობს თბილისში არსებული ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატის შესახებ, იქ მხცოვრებ მოზარდებსა და ბავშვებზე, მათ ბედსა და ცხოვრებაზე.
ბუკერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ლიტერატურულ სამყაროში, რომელიც ინგლისურ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებებს გადაეცემათ.
ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი, საერთაშორისო ბუკერის პრემიის ჟიურიმ 125 კანდიდატს შორის შეარჩია, 13 რჩეული ნაწარმოებიდან ფინალისტები 22 აპრილს გამოვლინდებიან, რაც შეეხება გამარჯვებულს ის 2021 წლის 2 ივნისს დასახელდება.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.