NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
სამი ათწლეულის განმავლობაში, სტივ მაკკარი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხმად გვევლინება. ფოტოგრაფიისადმი თავისი გამჭრიახი ჟურნალისტური მიდგომით სტივმა XX და XXI საუკუნეების საკულტო სურათების გადაღება მოახერხა. მაკკარი მსოფლიოსთვის ცნობილი National Geographic-ის გარეკანის ფოტოსურათით - ავღანელი გოგონას პორტრეტით გახდა, რკინის ფარდის მიღმა გამოჭოლილმა მწვანე თვალებმა სტივის ცხოვრება და პროფესიული კომპასი სამუდამოდ შეცვალა.
„ვფიქრობ, ვინმეს რეალურად გადაღების საუკეთესო საშუალება მათ თვალებში ჩახედვაა... თვალები იმდენად მეტყველია, რომ ისინი ძალიან ბევრს ამბობენ ადამიანზე” - სტივ მაკკარი.
ფილადელფიის გარეუბანში, პენსილვანიაში დაბადებული მაკკარი, ადგილობრივ გაზეთში მუშაობის დაწყებამდე, Pennsylvania State University-ში კინოს შეისწავლიდა. ფრილანსერად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, სტივი ინდოეთსა და პაკისტანში გაემგზავრა. სწორედ ამ მოგზაურობაში შეხვდა ფოტოგრაფი ავღანელ ლტოლვილებს, რომლებმაც მაკკარი ავღანეთის საზღვარზე გადაიყვანეს. მაშინ როდესაც ქვეყნის კარი ყველა დასავლელი ჟურნალისტისთვის დაკეტილი იყო, სტივ მაკკარიმ სამყაროს ავღანეთის კონფლიქტური ზონიდან პირველი ფოტოები წარუდგინა, მათ შორის იყო შარბატ გულას სახელგანთქმული პორტრეტიც.
„ჩემი ცხოვრება ყალიბდება ხეტიალისა და დაკვირვების დაუძლეველი სრუვილით, ჩემი კამერა ჩემი პასპორტია” - სტივ მაკკარი.
შარბატ გულას პორტრეტმა სტივს წარმოუდგენელი შესაძლებლობის კარი გაუხსნა, საკულტო ფოტოსურათის გადაღების შემდეგ, მაკკარიმ პროფესიული მოღვაწეობა 6 კონტინენტზე და უთვალავ ქვეყანაში გააგრძელა. მისი ნამუშევრები მოიცავს კონფლიქტებს, გაუჩინარებულ კულტურებს, უძველეს ტრადიციებსა და თანამედროვე კულტურას. მას მიენიჭა რამდენიმე ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ინდუსტრიაში, მათ შორის რობერტ კაპას ოქროს მედალი, პრესის ფოტოგრაფების ეროვნული ჯილდო და უპრეცედენტო ოთხი პრიზი World Press Photo კონკურსიდან.