25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის Titanic მთავარმა გმირებმა, ჯეკმა და როუზმა გემბანის წვერზე ხელები გაშალეს. კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა და სიყვარულიც ზუსტად ამდენივე წელს ითვლის.
ფოტო: Roadside Attractions
ამ წლების განმავლობაში ჰოლივუდის მსახიობები ერთმანეთის კარიერულ წარმატებას ყოველთვის საჯაროდ აღნიშნავენ. არც კეიტ უინსლეტის ახალი ფილმი "Lee" იყო გამონაკლისი, რომელიც ამერიკელი მოდელისა და ფოტოგრაფის, ლი მილერის გასაოცარ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმის ჩვენება ახლახან ლოს-ანჯელესში გაიმართა. ფილმის დაწყებამდე სცენაზე ლეონარდო დიკაპრიო ავიდა და კეიტ უინსლეტს იქიდან მიმართა. ლეონარდომ კეიტს თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი უწოდა.
ვაგრძელებ შენი ნიჭით, ძალითა და იმ სიყვარულით აღფრთოვანებას, რომელიც თითოეული შენი ფილმის მიმართ გაქვს, - ლეონარდო დიკაპრიო
კეიტ უინსლეტი ლი მილერის როლში
ფილმი "Lee" ელენ კურასის შემოქმედებაა. ამბავი ამერიკელი მოდელის, ელისაბედ მილერის შესახებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფოტოგრაფის სტატუსით წავიდა. ფილმის გადაღებები რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი პრემიერა ტორონტოს ფილმის ფესტივალზე, სექტემბერში შედგა. მასში უინსლეტთან ერთად ისეთი მსახიობები მონაწილეობენ როგორიცაა, მარიონ კოტიარი,ენდი სემბერგი თუ ჯოშ ო'კონორი.
სოფია კოპოლა დოკუმენტურ ჟანრში პირველ ნაბიჯს დგამს. ფილმი Marc by Sofia, ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს აცოცხლებს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.
82-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსანტი ფილმების სია უკვე ცნობილია. The Diary გთავაზობთ გამორჩეულ ნამუშევრებს – პუტინის ბიოგრაფიული ტრილერიდან პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიამდე.
თუ ზაფხულის ბარგში მხოლოდ ერთი წიგნისთვის მოიტოვეთ ადგილი, ჩვენი სტატია საუკეთესოს არჩევაში დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ხუთ შესანიშნავ წიგნს, მსოფლიო ბესტსელერებსა და დებიუტანტ ქართველ ავტორებს.