სელინ დიონი სცენაზე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა პარიზში სრულმასშტაბიანი კონცერტი გამართა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საკუთარ კარიერაში ახალ ისტორიას წერს, ჩოგბურთელმა ბოლო 3 მატჩში ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება და კარიერაში პირველად, საფრანგეთის ღია პირველობის ბადეში მოხვდა. ეკატერინე გორგოძემ გადამწყვეტი შეხვედრა ესპანელ ნურია პარიზა დიასთან გამართა, შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა, რიგით 165-ე ჩოგანს ორ სეტში 6:3, 6;4 სძლია.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საკვალიფიკაციო ბადის სასტარტო რაუნდში 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 მოუგო, შემდეგ კი, ბულგარელი ელიცა კოსტოვა 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.
ეკატერინე გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც საკვალიფიკაციო მატჩის ყველა მატჩი დასრულდება.