ზოი კრავიცის, როგორც რეჟისორის სადებიუტო ფილმი “Blink Twice” P. Diddy-ის სკანდალის პერიოდში ბომბის აფეთქებასავით იყო. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება რეპერისა და მთელი ჰოლივუდის გარშემო დატრიალებული სკანდალის შემდეგ მიიპყრო.
სოციალურ მედიაში P. Diddy-ის პიროვნებასა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის პარალელს ავლებენ. ფილმის მთავარი გმირი, სლეითერ კინგი მილიონერი ბიზნესმენია, რომელმაც ერთ დღეს, ტელევიზიით განაცხადა, რომ სულიერი განწმენდის მიზნით წვეულებების ერას ასრულებს და ახლად შეძენილ კუნძულზე ამქვეყნიური ცოდვების განსაწმენდად მიდის.
სამყაროს მეორე მხარეს კი, ორი მიმტანი მეგობარია, ჯესი და ფრიდა. ფრიდას დიდი ხანია სლეითერ კინგი მოსწონს და ბიზნესმენის ყოველწლიურ გალაზე, სადაც მეგობრები მიმტანებად მუშაობენ, მის გაცნობასაც შეძლებს და კუნძულზეც ამოყოფს თავს.
ფოტო: Amazon MGM Studios
გამოთქმა “Too good to be true” ხომ გაგიგიათ, სწორედ ასეთი იყო სლეითერ კინგის სტუმრების ყოველდღიურობა კუნძულზე. “სამოთხეში” ყოფნის, კაცმა არ იცის, რომელ დღეს, ფრიდა აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში კუნძულზე სლეითერ კინგი და კიდევ რამდენიმე მამაკაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქალებს აუპატიურებდნენ და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
ფოტო: Amazon MGM Studios
სლეითერ კინგის წვეულებებსა და P. Diddy-ს "Freak Off"-ებს შორის რამდენიმე მსგავსება შეიმჩნევა. პირველი თეთრი სამოსია. P. Diddy-ს წვეულებებიდან ფოტოებზე ჩანს, რომ მთავარი “თემა” ხშირად თეთრი სამოსი იყო და ცნობილი ადამიანებიც სულ თეთრებში გამოწყობილები დადიოდნენ. ზოი კრავიცის ფილმის პერსონაჟებიც ყოველდღე თეთრი აცვიათ. საინტერესო დეტალია ისიც, რომ ფილმში მსხვერპლის როლში, ქალების გარდა, ერთი ახალგაზრდა ბიჭიც გვევლინება, რომელიც ქალებზე ძალადობას აპროტესტებს, თუმცა სლეითერი მას მოუწოდებს, რომ უკვე დროა, "გაიზარდოს".
ახალგაზრდა ბიჭს, ლუკასის როლს ლევონ ჰოუკი ასრულებს. ფოტო: Carlos Somonte / Amazon MGM Studios
ამ პერსონაჟის ხაზი შეგვიძლია, ჯასტინ ბიბერის ამბავს მივამსგავსოთ. ჯასტინი 15 წლიდან P. Diddy-ს წვეულებების აქტიური წევრი იყო და ვიცით, რომ ცხოვრების ეს პერიოდი მომღერლისთვის უამრავ ტრავმასთან და ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ასოცირდება.
P. Diddy-ის White Party
ზოი კრავიცის ფილმს ხალხის ნაწილი გაბედულ ნაბიჯად და ჰოლივუდის მანკიერების სარკედ აღიქვამს. ის, თუ რამდენად კავშირშია ფილმის სიუჟეტი სინამდვილესთან, ალბათ რეპერ შონ კომბსის საქმის საბოლოო განაჩენი და დეტალების გასაჯაროება დაამტკიცებს. ფილმი "Blink Twice" კი, სანახავად ნამდვილად ღირს, ამიტომაც ფსიქოლოგიური, ინტროსპექციული და დრამატული ტრილერისთვის ერთი საღამო აუცილებლად უნდა გამოყოთ.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.