ცნობილი ამერიკული მსუიკალური ბენდის Imagine Dragons-ის სიმღერის Crushed-ის ვიდეო კომპოზიცია საარტირელიო ხმებით იწყება, რომელსაც მილიონობით უკრაინელი მოქალაქე მტკივნეულად ამოიცნობს. მუსიკოსებმა კლიპი უკრაინის ფრონტის ხაზზე გადაიღეს და ის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა უკრაინელს მიუძღვნეს. კლიპის მთავარი გმირი 14 წლის მოზარდი საშაა, რომლის მშობლიური სოფელი ნოვოგრიგორივკა ხერსონის ოლქში ხუთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული.
საშას მშობლიური სახლი თითქმის სრულად დაინგრა, საშამ გადარჩენა მხოლოდ სარდაფში დამალვით მოახერხა.
ვიდეოკლიპზე მუშაობდა რეჟისორი ტაი არნოლდი, რომელიც უკრაინაში გასული წლის ბოლოს ჩაფრინდა. UNITED24-ის დირექტორის, იაროსლავა გრესის თქმით, რეჟისორი ეწვია ბუჩას, ბოროდიანკას, ირპინს, შემდეგ კი ფრონტის ხაზზე, აღმოსავლეთსა და სამხრეთში გადაღებებზე წავიდა. სწორედ იქ გაიცნო რეჟისორმა საშა, რომელიც საბოლოოდ გახდა ვიდეოს მთავარი გმირი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული ჯგუფი Imagine Dragons და მისი ფრონტმენი დენ რეინოლდსი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის გამოცხადების დღიდანვე უჭერდნენ მხარს უკრაინას. გასულ წელს ისინი შეუერთდნენ UNITED24 პლატფორმას, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააარსა. ჯგუფის წყალობით შეგროვდა თანხები სასაწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად, ამავდროულად, შემსრულებლებმა გააუქმეს ყველა კონცერტი რუსეთის ფედერაციაში და აკრძალეს იქ მათი სიმღერების გამოშვება. ევროპის წლევანდელი ტურნეს თუ შევავლებთ თვალს, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ დენ რეინოლდსი და უკრაინის დროშა განუყრელები გახდნენ.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.