ქართველი მულტიმედია არტისტი გვანცა უმა ჯაფარიძე, სასცენო სახელით .Gwatta., კარიერის ახალ ეტაპზე გადადის. მისი პირველი სოლო ალბომი Out Of Body ოფიციალურად 25 სექტემბერს CES Records-ის ლეიბლის ქვეშ გამოვა. ალბომის პრეზენტაცია თბილისის ექსპერიმენტულ თეატრ „ჰარაკში“ მუსიკალური პერფორმანსის სახით გაიმართა.
Ph: ლევან ლეკო ჭყონია
.Gwatta., რომელიც ცნობილია როგორც ჯგუფის „მწვანე ოთახი“ წევრი და სხვადასხვა პროექტის ავტორი, მსმენელს ღრმად პერსონალურ და ექსპერიმენტულ მუსიკას სთავაზობს. Out Of Body დრიმ-პოპს, ელექტრონულ როკს და ინოვაციურ საუნდ-დიზაინს აერთიანებს.
„თითოეული სიმღერა პიროვნულ განცდებსა და შინაგან კონფლიქტებს ასახავს, რომლებიც მარტოობის, შფოთვისა და ტრავმებთან გამკლავების რთულ, მაგრამ გარდამტეხ გზას აღწერენ“, – CES Records.
Ph: ლევან ლეკო ჭყონია
ალბომში შესულია რვა ორიგინალური კომპოზიცია და დასკვნითი ტრეკი „მთვარე და მზე“, რომელიც ორგვარი ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი. თითოეული ნამუშევარი მუსიკად ქცეული მარტოობის, შფოთვისა და ტრავმის თემებს ეხება.
ალბომის ორი სინგლი მუსიკალურ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია. Phone Call-ის ვიდეო, რომელიც 25 მარტს გამოვიდა, ნიკა მაჩაიძემ (Nikakoi) გადაიღო. 1-ელ ივლისს კი .Gwatta.-მ წარადგინა „ნაცრისფერი“ – მისი პირველი ქართულენოვანი სიმღერა. ტექსტი და ვიდეო თავად არტისტის მიერ არის შექმნილი და მის სადებიუტო ვიზუალურ ნამუშევარს წარმოადგენს.
.Gwatta.-ს გზა Out Of Body-მდე მრავალფეროვან შემოქმედებით გამოცდილებას მოიცავს. თბილისის კონსერვატორიისა და ფინეთის სიბელიუსის აკადემიის კურსდამთავრებულმა წლები დაუთმო ჟანრების ექსპერიმენტულ კვლევას. ფინეთში ყოფნისას მან ფინელ კონტრაბასისტთან, ტუომას ტალვთან ერთად დუეტი შექმნა და 2023 წელს გამოსცა ალბომი Once in Suomi, რომელიც ჯაზსა და ორიგინალურ კომპოზიციებს აერთიანებდა. 2016 წელს კი, გვანცა უმა ჯაფარიძე 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის „მწვანე ოთახი“ წევრი გახდა.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.