სელინ დიონი სცენაზე ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა პარიზში სრულმასშტაბიანი კონცერტი გამართა.
ქართველი არტისტი თამთა თავართქილაძე, aka TAMARA ახალ მუსიკალურ ნამუშევარს, De la Mer წარმოგვიდგენს. ქართულ-ფრანგული სინგლი მზიანი სეზონის განწყობას ზუსტად ასახავს და ზაფხულის სიმსუბუქით, სიმშვიდითა თუ Dolce Vita-ს ენერგიითაა გაჟღენთილი.
სიმღერა, როგორც მისი სათაურიდანაც ჩანს, ზღვის შთაგონებით შეიქმნა და მასში ქართული და ფრანგული მოტივები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. The Diary-სთან ინტერვიუში თამთამ აღნიშნა, რომ მისი სადებიუტო სინგლის, Sol de Agosto ყველა ბგერა და ნოტი ზაფხულისა და მზის ენერგიას ეხმიანება.
„ზოგადად, მზე ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაციაა“, – თამთა.
De la Mer-ის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად, ზღვასთან ერთად, ისევ მზე რჩება. მალე TAMARA სადებიუტო ალბომს SOLE გამოუშვებს, რომლის წამყვანი სიმღერა სწორედ De la Mer გახლავთ.