Coachella-ს ფესტივალის ცხელი, ვარსკვლავებით სავსე, დაუვიწყარი პერფორმანსებითა და ლუქებით გამორჩეული დღეებიც დასრულდა. სანამ შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ ცხელია, წლევანდელი ფესტივალის დაუვიწყარ მომენტებს გადავხედოთ.
Ph: Kevin Mazur/ Getty Images
წლევანდელი Coachella-ს სცენა უდავოდ ლედი გაგამ დაიპყრო. პოპვარსკვლავმა უბრალოდ კი არ იმღერა, არამედ ორ საათიანი დაუვიწყარი შოუ დადგა. პერფორმანსი უზარმაზარ წითელ კაბაში გამოწყობილმა გახსნა სიმღერით Bloody Mary, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ კაბის ქვეშ გაგას მოცეკვავეებით სავსე რკინის გალია იმალებოდა. მომღერალს ლედი მაკბეტის შთაგონებით შექმნილი, ავსტრალიელი დიზაინერის, სამუელ ლუისის, სისხლისფერი მოსაცმელი ეცვა.
Coachella-ს ერთ-ერთი ხიბლი სცენაზე მოულოდნელი სტუმრების გამოჩენაა. წელს, მეორე უიკენდზე, სცენაზე ტონისა და გრემის მფლობელი სინთია ერივო გამოჩნდა. ლოს ანჯელესის ორკესტრთან ერთად მან ჯერ თავისი ახალი ალბომიდან ბალადა შეასრულა, შემდეგ კი პრინცის Purple Rain-ით მთელი აუდიტორია დაადუმა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ K-pop, რომელიც უკვე წლებია Coachella-ს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ წელს Lisa-სა და Jennie-სთვის განსაკუთრებული საფესტივალო დღეები იყო.
Ph: Katie Flores
Lisa-ს სოლო დებიუტი ჰქონდა და თავისი ჰიტები - Money, Rockstar და Elastigirl - შეასრულა. პირველ რიგში მის გასამხნევებლად The White Lotus-ის მსახიობებიც გამოჩნდნენ. Jennie-მ კი საფესტივალო პერფორმანსით დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სოლო არტისტია.
Ph: Getty Images
Coachella-ს ერთ-ერთი გასაოცარი პერფორმანსი ბენსონ ბუნისგან ვიხილეთ. ახალგაზრდა არტისტის სადებიუტო შესრულებების ვიდეოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ნამდვილი Highlight-ი კი Bohemian Rhapsody-ს გაცოცხლება იყო.
სცენაზე მის გვერდით თავად ბრაიან მეი გამოჩნდა! მართალია, მაყურებელთა ნაწილმა ლეგენდა ვერ იცნო (ალბათ ძალიან ახალგაზრდა მსმენელები იყვნენ შეკრებილნი), მაგრამ Queen-ის გიტარისტის გამოჩენა, Dolce & Gabbana-ს იდეალური კოსტიუმი და ფრედი მერკურის ცნობილი ნახტომის იმიტაცია, ფესტივალის ისტორიაში უდავოდ დიდი ასოებით ჩაიწერება.
Ph: Timothy Norris/ Getty Images
სამხრეთ აფრიკელი პოპ/R&B ვარსკვლავი ტაილა სცენაზე ჩვეულ სტილში, სრული თავდაჯერებით გამოჩნდა. მისი ვოკალი, მოძრაობები, სტილი და ფესტივალისთვის იდეალურად შერჩეული სიმღერები ისევ და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
ტაილა და Becky G ფესტივალის პირველი კვირის, პირველ დღეს Ph: Getty Images
ქალთა ჰიპ-ჰოპის ისტორია, მათი გავლენა და უსაზღვრო ენერგია მთელს უდაბნოს მოედო - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, ფემინისტური და ენერგიული მომენტი ფესტივალზე.
პოსტ მელოუნმა 2025 წლის ფესტივალის მთავარი სცენა 90-წუთიანი კონცერტით დახურა, სადაც ახალი ალბომის country სიმღერებიც შეასრულა და მისი ძველი ჰიტებიც არ დავიწყებია. ჯინსებში, პერანგსა და კოვბოის ქუდში გამოწყობილმა მომღერალმა სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი შესრულება შემოგვთავაზა. განსაკუთრებით ემოციური იყო I Fall Apart-ისა და Losers-ის შესრულებები.
Ph: Darlene Sanzon
სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა ედ შირენი, რომელმაც პოსტ მელოუნთან ერთად Sunflowerშეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სცენის დეკორაცია და შოუს ელემენტები სხვა არტისტებთან შედარებით მინიმალისტური იყო, მელოუნის გულწრფელობამ და აუდიტორიასთან ემოციურმა კავშირმა გაზაფხულის ცხელი დღე ერთ-ერთ დაუვიწყარ მომენტად აქცია.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.