14 ნოემბერს, C Corporation-ის გუნდი კიდევ ერთი, ახალი ქართული სერიალის, „მარჯვენა სანაპიროს“ პრემიერას გამართავს. დღეიდან, ყოველ სამშაბათს, 21:00 საათზე, TV C-ის მაყურებელი ტელეეკრანებთან, ხოლო Youtube-ის მაყურებელი კომედი ჯგუფის არხზე, ახალ სერიალს დაელოდება, რომელსაც ამ დროის მონაცემებით უკვე 582 000 გამომწერი ჰყავს.
„პროექტის იდეა ჯერ კიდევ გასულ სეზონზე გაჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის მიმდინარე სერიალი, „თეთრი მშრალი ხიდი“ პირველივე სეზონზე მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. გამოცდილებაც და მონდომებაც ხელს გვიწყობდა, ამიტომ უკვე სექტემბრიდან დავიწყეთ სცენარზე და მსახიობების შერჩევაზე მუშაობა.
საბოლოოდ კი დღეს, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე სერიალის პრემიერას ვაანონსებთ“ - განმარტავს, C Corporation-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ჭინჭარაული.
სერიალი კომედრიური დრამაა, რომელიც სამი მეგობრის ცხოვრებაზეა ორიენტირებული. მთავარ როლებს სერიალში ალექსანდრა პაიჭაძე, ნუცა თოფურია და სალომე კოკუაშვილი ასრულებენ. მთავარი გმირების ისტორიები ძალიან საინტერესოდ და ამავდროულად კონტრასტულად ვითარდება, რადგან მიუხედავად მეგობრობისა, ისინი მდგომარეობით და ინტერესების სრულიად განსხვავებული პერსონაჟები არიან. „ვფიქრობ, „მარჯვენა სანაპირო-ში“ მაყურებელი აუცილებლად იპოვნის პერსონაჟს, რომელსაც მასთან და მის გარშემო არსებულ რეალობასთან ძალიან ბევრი საერთო აქვს“ - ამბობს ანა ჭინჭარაული.
აგრეთვე ცნობილია, რომ სერიალში პერიოდულად შეხვდებით მუსიკალურ ინტეგრაციებს, ძველი, ყველასთვის საყვარელი მუსიკის განახლებულ და საინტერესო ვერსიებს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის შესრულებით.
პირადად მე, როგორც მარკეტერი, ვფიქრობ, საკმოდ საინტერესო პროდუქტი ემატება ქართულ პროექტებს სერიალ „მარჯვენა სანაპიროს“ სახით - ანა ჭინჭარაული.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.