ბიონსემ ტურნე Cowboy Carter 28 აპრილს ლოს-ანჯელესიდან დაიწყო. კონცერტების სერია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში 32 ქალაქს მოიცავს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად გამორჩეულია ვიზუალური გადაწყვეტით. სასცენო კოსტიუმები, რომლებიც სპეციალურად ტურნესთვის შეიქმნა, აერთიანებს ამერიკული ვესტერნის ესთეტიკას და თანამედროვე მოდის მნიშვნელოვან სახელებს.
McQueen
ბიონსე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შოუს, სადაც მუსიკა, ვიზუალური გაფორმება და ტანსაცმელი ერთად ქმნის სრულყოფილ ესთეტიკას. Cowboy Carter-ის ტურნესთვის მომღერალმა არჩევანი როგორც მაღალი მოდის ბრენდებზე, ისე ახალ თაობის დიზაინერებზე გააკეთა. Off White, Ralph Lauren, Dolce & Gabbana და Versace სასცენო გარდერობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ბიონსე სცენაზე ჩნდება Sami Miro-ს, Anrealage-სა და Ottolinger-ის კოსტიუმებშიც.
Vivienne Westwood
Loewe
ერთ-ერთი გამორჩეული ვიზუალი წარმოდგენილი იყო ჰიუსტონის კონცერტზე, სადაც ბიონსემ სცენაზე ქართველი დიზაინერის, დავით კომას მიერ შექმნილი კოსტიუმი მოირგო.
David Koma
Cowboy Carter 26 ივლისს ლას-ვეგასში დასრულდება. თვალი ადევნეთ TheDiary-ს, სადაც ბიონსეს ყველა მნიშვნელოვანი სასცენო კოსტიუმი გაშუქდება.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.