RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ზენდაიას The Drama-ს ნიუ-იორკულ პრემიერაზე დენიელ როზბერის მიერ შექმნილი Schiaparelli-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კუტიურის კაბა ემოსა. მსახიობი ეგზოტიკურ ლურჯ ფრინველს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ წითელ ხალიჩაზე მდგომ მსახიობს.
კაბის შექმნას 8000-ზე მეტი საათი დასჭირდა, რადგან მის ზედაპირზე 65 000 ბუმბული, ლურჯის 27 ელფერით, სრულად ხელით იქნა დაკერებული.

Schiaparelli-ის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კუტიურის ფეხსაცმელი კაბის სტილს იმოერებს და ფრინველის თავის ფორმის წვერი აქვს.

The Drama-ს მსახიობს Tiffany & Co.-ს 44 კარატიანი საფირონის აქსესუარები ამშვენებს და ლუქს სრულყოფილ იერს სძენს. მაკიაჟი, რომელიც ერნესტო კასილიასმა შექმნა, კაბის ფერთა გამას იმეორებს, ვარცხნილობა კი, ჩვენი რედაქციის აზრით, ზენდაიას განსაკუთრებით უხდება და ურსულა სტივენის ნამუშევარია.

ლუქი ზენდაიამ სტილისტ Law Roach-თან ერთად შექმნა.