Posh & Becks-ის შეუღლებიდან 22 წელი გავიდა, თუმცა წყვილის ისტორია დღესაც სამაგალითოდ გრძელდება. მიუხედავად ბევრი ჭორებისა, წყვილმა გულწრფელი სიყვარული, ერთგულება და ურთიერთპატივისცემა მხოლოდ ერთმანეთს კი არა, მსოფლიოსაც დაუმტკიცა. ვიქტორია და დევიდი ოთხი უნიჭიერესი შვილის მშობლები არიან, წყვილი წარმატებულია არამხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერულადაც – დღეს მათი საერთო ქონება 759 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.
ამ დღემდე გულწრფელობამ მოგვიყვანა – ერთად ვართ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს, - დევიდი
LOVE AT FIRST SIGHT
დევიდი ბექჰემი აღნიშნავს, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო, თანაც – ორმხრივი. წყვილიმა ერთმანეთი 1997 წელს ფეხბურთის თამაშზე გაიცნო. „ფეხბურთი არასოდეს მაინტერესებდა, ამიტომ კარგად არც ვიცოდი, ვინ იყო“, – ისხენებს ვიკი, – „იმას კი მაშინვე მივხვდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი“. ზუსტად ერთ წელიწადში,1998 წელს წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა.
THE GIRL IS MINE
ბექჰემის ოჯახში, მათი სიყვარულის ნიშნად 1999 წელს ბრუკლინი მოევლინა, სამ წელიწადში ბექჰემებს მეორე ვაჟი – რომეო შეეძინათ, რამდენიმე წელიწადში კი კრუზი და ჰარპერი დაიბადნენ.
ჯადოსნური შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ მამა გახდები
ბექჰემების ოჯახი, Vogue-ს გადაღება
ჰარპერის დაბადებამ ყველაფერი შეცვლა, როგორც ამბობენ მამა-გოგოს სიყვარული სულ სხვა რამ არის.
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვართობდი, ვუცვლიდი, ვაძინებდი თუ ხელით ვასეირნებდი – თავში მხოლოდ ერთი სიმღერა მიტრიალებდა და მეც ვღიღინებდი და ვღიღინებდი. The Girl Is Mine!
STAR LIFE
წარმატებული დევიდისა და წარმატებული ვიქტორიას შეუღელების შედეგად ბექჰემების ოჯახის ბრენდი „იშვა“. წყვილს სხვადასხვა პრომოკამპანიაში იწვევდნენ და მაღალ ანზღაურებებსაც სთავაზობდნენ. დაუვიწყარი იყო Emporio Armani-ს ფოტოსესია, რომელზეც მთელი სამყარო საუბრობდა. მაშინ დევიდი უკანასკნელად გაშიშვლდა და მეუღლესთან ერთად საცვლებით იპოზიორა.
VICTORIA BECKHAM
ვიქტორია სამოდელო დებიუტი 2000 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე Maria Grachvogel-ის ჩვენების ფარგლებში შედგა, რასაც Dolce & Gabbana-სა და Roberto Cavalli-ს ჩვენებები მოჰყვა. თუმცა, 2009 წელს პოდიუმზე ის საკუთარი კოლექციით წარსდგა.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ვიკიმ საგაზაფხულო კოლექცია წარმოადგინა და როგორც დიზაინერმაც საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ვიქტორია მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი ბრენდული მაღაზია აქვს და მოდის ოლიმპზეც თავი სამუდამოდ დაიმკვიდრა.
ძალიან იღბლიანი ვარ – მყავს იდეალური მეუღლე და მშვენიერი შვილები. მე და დევიდს ერთმანეთი გვიყვარს და ეს სიყვარული გვეხმარება, კარგი პარტნიორები და მშობლები ვიყოთ.
MORE IS LOVE
ხშირად ადამიანებს უჭირთ დაიჯერონ 22 წლიანი სიყვარულის, ალბათ უჭირთ იმათ, ვისაც ნამდვილი სიყვარული არასდროს განუცდია არ ან არ უბრძვია ამ სიყვარულისთვის. ბექჰემების ოჯახიც არაერთხელ ყოფილა ჭორების მსხვერპლი.
ბევრი გვაბრალებს, რომ ერთად ჩვენი საქმიანობის გამო ვართ. არა. ერთად იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. ერთად იმიტომ ვრჩებით, რომ ოთხი არაჩვეულებრივი შვილი და საოცარი ოჯახი გვაკავშირებს.
ზუსტად 22 წელია ბექჰემებზე უამრავ ტყუილსა და სიმართლეს ლაპარაკობენ. ალბათ ასე იქნება მომდევნო წლებიც,ადამიანების ბუნებას ვერ შეცვლი, მხოლოდ ქართველებს არ გვახასიათებს ჭორების მიმართ სიყვარული. ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებიან განუყრელი ოჯახის მაგალითად და იცხოვრებენ „დიდხანს და ბედნიერად“.
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე „შატო მერე“ მდებარეობს - თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზით შექმნილი სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. შატო მერე 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს უმასპინძლებს და ქალაქის ხმაურით გადაღლილ, სიმშვიდეს მოწყურებულ სტუმრებს ელოდება.
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.