#მოგზაურობა

INN HOSPITALITY ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება

გაზიარება:

სასტუმროების ბრენდს „Inn Hospitality“ სტუმრებისთვის საზაფხულო სიახლეები აქვს. ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის ბაკურიანსა და ახალციხეში მდებარე თანამედროვე სასტუმროების შესახებ, რომლებიც სასიამოვნო დასვენებასა და საქართველოს კულტურისა თუ ისტორიის აღმოჩენას გვპირდებიან. ამ სეზონისთვის კომპანიამ სამცხე-ჯავახეთსა და ბაკურიანში მომსახურების არეალი კიდევ უფრო გააფართოვა.

„Inn Hospitality“ საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს, სტუმრებს კი ზაფხულისთვის ახალ და გამორჩეულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ერთ-ერთი სიახლე გახლავთ ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ეს უნიკალური მარშრუტი დამსვენებელს საშუალებას აძლევს, გიდის თანხლებით აღმოაჩინოს ტაბაწყურის ტბის სილამაზე, მიუვალი ბილიკები და მაღალმთიან ბუნებაში ჩაძირული ღირსშესანიშნაობები.

Bakuriani Inn, Inn Hospitality, ბაკურიანი, ბაკურიანი ინნ, სასტუმრო ბაკურიანი

გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტისა და სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, „Inn Hospitality“-ში დაინერგა ახალი ციფრული სისტემაც, რომელიც სრულადაა ორიენტირებული მომხმარებლის საჭიროებებზე. ეს სისტემა სასტუმროს პერსონალს საშუალებას აძლევს, მცირე დროში მიიღონ უკუკავშირი სტუმრებისგან, გაიგონ მათი საჭიროებების შესახებ და სწრაფად უპასუხონ მათ ყველა მოთხოვნას.

Akhaltsikhe Inn, Inn Hospitality, ახალციხე, ახალციხე ინნ, სასტუმრო ახალციხე

ახალციხე Inn-ში დაგხვდებათ მესხური გემო ფესტივალი და ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები – საინტერესო გამოცდილება როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

Akhaltsikhe Inn, Inn Hospitality, ახალციხე, ახალციხე ინნ, სასტუმრო ახალციხე

ბაკურიანი Inn კი მათთვისაა, ვისაც ზაფხულის დღეების ბუნებასთან ჰარმონიაში გატარება სურს. აქ დაგხვდებათ ველო ტურები, ბავშვებისთვის განკუთვნილი აქტივობები და ეკო-მეგობრული გარემო, რაც მთის კურორტზე კომფორტული და ჯანსაღი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია.

Bakuriani Inn, Inn Hospitality, ბაკურიანი, ბაკურიანი ინნ, სასტუმრო ბაკურიანი

ორივე ლოკაცია განსხვავებულ საჭიროებებზეა მორგებული, თუმცა მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ – „Inn Hospitality“-ში სტუმრებზე ზრუნვა, ავთენტური გარემოსა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შეთავაზებაა პრიორიტეტული.

ზევით