საზაფხულო სალათების რეცეპტები
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, განსაკუთრებით კი ტაილანდური და ვიეტნამური სამზარეულოს მოყვარულთათვის, გაზაფხულის ხვეულები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძია, რომლის გასინჯვაც არ გვბეზრდება. ბოსტნეულით სავსე, საოცრად ხრაშუნა, ცოცხალი და ფერადი ხვეულების მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია და ის თქვენგან განსაკუთრებულ კულინარიულ უნარებს სულაც არ მოითხოვს. მზადების პროცესში შესაძლოა რამდენიმე აქამდე უცნობ ინგრედიენტს მოკრათ თვალი, თუმცა მათ სურსათის მაღაზიის აზიური კერძების განყოფილებაში მარტივად აღმოაჩენთ.
ჩვეულებრივ გაზაფხულის ხვეულები ბრინჯის ლაფშისგან და ბევრი ახალი და ხრაშუნა ბოსტნეულისგან მზადდება, ხშირ შემთხვევაში ხვეულებში კრევეტების ან ტოფუს არჩევანიც გვხვდება, დღეს სწორედ კრევეტების შიგთავსით შემოგთავაზებთ უგემრიელესი ხვეულების რეცეპტს.
ინგრედიენტები:
ბრინჯის ლაფშა
კრევეტები
სტაფილო
ხვეულების შესაფუთი
სალათის ფოთოლი
კიტრი
ახალი მწვანილი: პიტნა, რეჰანი ან მწვანე ხახვი
თუ ეს თქვენთვის გაზაფხულის ხვეულების მომზადების პირველი მცდელობაა, მაშინ აუცილებლად გირჩევთ არ ინერვიულოთ, მერე რა თუ თქვენი პირველი ქმნილება არ იქნება ისეთივე დიდებული, როგორც რესტორნებშია, მომზადების ტექნიკას სამომავლოდ აუცილებლად დახვეწავთ. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ: