ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
ავტორი: სოფო შერგელაშვილი
უკვე თითქმის მიიწურა რუჯის მიღების სეზონი და დროა იმაზე დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ უნდა მოვუაროთ გაღიზიანებულ კანს. ჯანსაღი რუჯის ცნება რომ არ არსებობს, ეს კარგად მოგვეხსენება, ახლა დროა ჩვენი სხეულისთვის მიყენებულ სტრესზე/დამწვრობაზე ვიზრუნოთ სათანადოდ.
გაგიზიარებთ ჩემს პირად რჩევებს:
• ავენის თერმული წყალი, რომელიც იდეალურად ჩააცხრობს კანს, მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას, ასევე დაგიტენიანებთ და გაგაგრილებთ.
Avène Thermal Spring Water
• ჩაის ხის შემცველი სახის ნიღბები, რომლებიც ღრმად ატენიანებს და ამშვიდებს კანს ( ვიყენებ კვირაში 2-ჯერ).
MEDIHEAL - Tea Tree Essential Blemish Control Mask
• გამოიყენეთ პროდუქცია ალოეს შემადგენლობით: როგორც იცით, ალოე კარგად ატენიანებს და ამშვიდებს კანს (მთავარია არ იყოთ ალერგიული ალოეს მიმართ).
Nature Republic New Soothing Moisture Aloe Vera Gel
• თუ რუჯი ახალი მიღებული გაქვთ და ჯერ კიდევ გრძნობთ დამწვრობას, აუცილებლად გამოიყენეთ პანთენოლი.
PANTHENOL Altermed Forte 9% Spray Foam Skin Regeneration by Sunburning
La Roche Posay Posthelios Soothing After Sun Gel For Face & Body
• აუცილებელია კანის მუდმივი დატენიანება, დღისით და ღამით. მე ვიყენებ ჩემი კანის ტიპის შესაფერის დამატენიანებელს და ასევე ღამის კრემოვან ნიღაბს, რომელსაც ვიჩერებ მთელი ღამე და დილით მოვიშორებ წყლის საშუალებით.
La Roche Posay Posthelios Soothing After Sun Gel For Face & Body
• ასევე აუცილებელია რუჯის შესანარჩუნებელი კრემები ( გირჩევთ ლიერაკის ამ კრემს, რომელიც არის როგორც სახისთვის, ასევე ტანისთვისაც).
SUNISSIME REPAIR MILK
• რაც მთავარია დღის რუტინაში არ გამოგრჩეთ SPF.
Hydro Boost Water Gel Lotion SPF 50