RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესტორანმა „ათი“ თემატურ საღამოს უმასპინძლა. ATI-ში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის რუფტოპ რესტორანში „პაუზამ“ და ესპანურმა პრემიუმ ბრენდმა Germaine de Capuccini-მ ოფიციალური თანამშრომლობა დააანონსეს. Marriott International-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდი Germaine de Capuccini საქართველოში „პაუზა“ სპაში იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც სილამაზისა და კანის მოვლის სფეროს წარმომადგენლები – სალომე ღვინიაშვილი, ნატალია თოლორაია, მარიამ დარცმელია და ია გელაშვილი მონაწილეობდნენ. მათ სტუმრებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.

საღამოს პროგრამა ასევე მოიცავდა ფლორისტიკის მასტერკლასს, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა თაიგულები შექმნეს, მუსიკალურ ნაწილზე კი ქეთუსია ბერიძემ იზრუნა.

Germaine de Capuccini ესპანური პროფესიონალური ბრენდია, რომელიც სახისა და სხეულის მოვლისთვის განკუთვნილ მაღალტექნოლოგიურ ფორმულებს აერთიანებს. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, „პაუზა“ სპაში აღნიშნული ბრენდის პროცედურის დაჯავშნისას, სტუმრები სპა სივრცეებით სარგებლობასაც შეძლებთ, რაც ღია და დახურულ აუზებს, ჯაკუზის, საუნებსა და სავარჯიშო დარბაზს მოიცავს.

ღონისძიების დასასრულს ყველა სტუმარს გადაეცა ვაუჩერი Germaine de Capuccini-ს სხეულის პროცედურაზე, რომელიც თელავის ქუჩის 20 ნომერში მდებარე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სპა ცენტრშია ხელმისაწვდომი.
