#მოდა

შემოდგომის ყველაზე ტრენდული ფერები

გაზიარება:

მოდის სამყაროში დაუწერელი წესია, რომ როცა ჰაერში ტემპერატურა დაბლა იწევს, ხოლო დღეები ხანმოკლე და რუხი ხდება, სეზონურ ფერებად მძიმე და მდიდრული პალიტრა შემოდის. ამ ყველაფერს კი ხშირად მოდის სახლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციები განსაზღვრავს. 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ფერთა ტენდენციები ყვითელი სეზონის დუალურ ხასიათს ასახავს – აქტუალობას არ კარგავენ თბილი ფერები, თუმცა წინა პლანზე უფრო გაბედული პალიტრა გადმოდის.

powder pink powder pink

2023 წელს დაწყებული ბარბის ვარდისფრის „ეპიდემიის" შემდეგ, ნელ-ნელა ღია, მკრთალი ვარდისფერი იმკვიდრებს თავს და წელს შემოდგომის ერთ-ერთი წამყვანი ფერია. დახვეწილი და ამავდროულად თვალშისაცემი ვარდისფერი Khaite-ის, Alaïa-ს, Miu Miu-სა და Loewe-ს კოლექციებში იყო წარმოდგენილი. ეს ნაზი და დელიკატური ელფერი, მკვეთრი ვარდისფრისგან განსხვავებით, ქალურობასა და ელეგანტურობას აერთიანებს.

Powder Pink Baby Solstice, Bottega Venetta

Baby Solstice by Bottega Veneta

ყიდვა

 

Mango soft pink turtleneck, მანგო ვარდისფერი როლინგი

მანგოს ვარდისფერი როლინგი

ყიდვა

წითელი კი უკვე შემოდგომის კლასიკად იქცა. ამ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარული წიწაკის ფერი მკვეთრი წითელი გახლავთ. ჩილი წიწაკის წითელი და ცოცხალი ალუბლისფერი ტონები ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. ის საუკეთესო არჩევანია მნიშვნელოვანი საღამოებისთვის, როცა გვსურს, რომ გამოვირჩეოდეთ, თავდაჯერებულობა და ენერგია გამოვასხივოთ. დიზაინერების კოლექციებში ხშირად ვხვდებოდით მონოქრომულ წითელ ლუქებსაც.

red color trend red color trend

 

წითელი ლოფერები Dress Up

წითელი ლოფერები

ყიდვა

 

chili pepper colour, Miu Miu Leather bag

Miu Miu-ს ტყავის ჩანთა

ყიდვა

ყავისფერიც შემოდგომის კლასიკური ფერია და ის 2025 წლის შემოდგომის კოლექციებში Prada-სა და Gucci-ს დიზაინერებმა აქტიურად გამოიყენეს. ყავისფერი შეგიძლიათ შეუხამოთ ამავე ფერის ჩექმებს ან ზამშის ჩანთას, რათა დახვეწილი და ჰარმონიული ლუქი მიიღოთ.

Prada 2025 fall collection, პრადა 2025 შემოდგომის კოლექცია Prada 2025 fall collection, პრადა 2025 შემოდგომის კოლექცია

 

Prada Suede boots, Prada ჩექმები

პრადას კოვბოის ჩექმები

ყიდვა

 

Zara brown top with polka dots, Zara ყავისფერი კოპლებიანი მაისური

Zara-ს კოპლებიანი მაისური 

ყიდვა

ასევე ტრენდულია ლურჯის სხვადასხვა ელფერი. ამ შემოდგომაზე იდეალური არჩევანია ლურჯის სხვადასხვა ტონალობის შეხამება და მონოქრომული ლუქის შექმნა, იქნება ეს ყინულისფერი, მუქი ლურჯი თუ ცისფერი ტონები. 

Fendi 2025 fall collection, Fendi 2025 წლის საშემოდგომო კოლექცია Fendi 2025 fall collection, Fendi 2025 წლის საშემოდგომო კოლექცია

 

Nike LD-1000 SE Denim, NIke ლურჯი ბოტასები LD-1000 SE "Denim"

Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი

ყიდვა

 

Twin Stripe Dress Liya, LIYA ლურჯი კაბა

Liya-ს ცისფერი კაბა

ყიდვა

და ბოლოს, ტრენდული ფერების პალიტრაზე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მკვეთრი ბადრიჯნისფერიც. ეს მუქი, ელექტრო იასამნისფერი პოდიუმზე Dries Van Noten-მა, Tom Ford-მა და Colleen Allen-მა წარმოადგინეს.

trendy colors, fall trends trendy colors, fall trends

 

Zara purple dress, Zara იასამნისფერი კაბა

Zara-ს იასამნისფერი კაბა

ყიდვა

 

Miu Miu Naplak wraparound skirt

Miu Miu-ს იასამნისფერი ქვედაბოლო

ყიდვა

ზევით