ზაფხულში ზომიერად მიღებული რუჯიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გოგოებმა თავს მივცეთ უფლება ჩვენი კოსმეტიკა გვერდზე გადავდოთ და წინ წამოვწიოთ მხოლოდ რუჟი, ჰაილათერი და მსუბუქი ტუჩსაცხი. TheDiary-ს რედაქცია ამ ზაფხულის მაკიაჟის ტოპ ტრენდებს გაგაცნობთ.
1. NO MAKE UP MAKEUP
ხელოვნური წამწამები და ზოგადად ყველაფერი, რაც არაბუნებრიობასთან ასოცირდება, დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. არც ხელოვნური წამწამების იმიტაცია გახლავთ მოდაში. No Makeup Makeup ტრენდი დიდი ხანია დამკვიდრდა და ღრმად გაიდგა ფესვები.
ბრიჯერტონის მსახიობის, ნიკოლა კოლანის მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ თვალის ტუში მსუბუქად დაიტანოთ წამწამებზე, სასურველი ტუჩსაცხი წაისვათ ტუჩებზე და Voilà, No Makeup Makeup მზადაა!
2024 წლის ზაფხულის ტოპ ტრენდი ვარდისფერია. ვარდისფერი რუჟი, ვარდისფერი ტუჩსაცხი და ვარდისფერი თვალის ჩრდილებიც კი. და დაგვეთანხმებით, ეს ყველაზე ფემინური Makeup ლუქია.
სელენა გომესსაც Makeup არტისტმა ეს ფემინური ლუქი შეურჩია კანის კინოს ფესტივალის წითელი ხალიჩისთვის.
მისის ბრჭყვიალება საბრინა კარპენტერი - კოაჩელაზე სწორედ ამ ლუქით წარსდგა.
გოგოების საუკეთესო მეგობარი ბრილიანტია? მმმ, შესაძლოა, მაგრამ ჰაილაითერი პირველობაში ეცილება. სწორად შერჩეული ჰაილაითერი თქვენს კანს მყისიერად გამოანათებს და არნახულ ბზინვარებას შესძენს. გამოიყენეთ ეს მაგიური პროდუქტი ლოყებზე, ცხვირზე, წარბების ქვეშ ან თვალების შიდა კუთხეებში. ჰაილაითერი ბუნებრივ ბზინვარებას მოგანიჭებთ და დაღლილი კანის ეფექტს წამში გააქრობს. ასე რომ, 2024 წლის ზაფხულში უთხარით "კი" ჰაილაითერს!
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.
2025 წლის Met Gala-ზე შავკანიანთა მოდის ისტორიისა და თანამედროვე სტილის სინთეზურ აფეთქებას მოველით. დრესკოდი Tailored for You კონცეფციაა. მასპინძლები კი, ანა ვინტურთან ერთად კოლმენ დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი არიან.
პედრო პასკალი სტილის ახალ სიმბოლოდ იქცა — თამამი არჩევანითა და უნიკალური ვიზუალური ხელწერით მსახიობმა თანამედროვე მოდაში საკუთარი სახელი დაამკვიდრა. მსოფლიოს ახალი Fashion Daddy ჰყავს!