YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
უკვე გრძნობთ საახალწლო მაგიას ქალაქში? უკვე რამდენიმე წელიწადია ჩვენი სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაზე საგულდაგულოდ მორთულ-მოკაზმული ქალაქი ზრუნავს. ჯადოსნური განათებები, უზარმაზარი დეკორაციები, ღამით გადანათებული ქუჩები და დედაქალაქის ყველაზე დიდი მშვენიერება - ნიუ-იორკის როკფელერის საკულტო ნაძვის ხის შთაგონებით შექმნილი თბილისური ნაძვის ხე.
ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ თბილისური ახალი წლის განწყობა ყოველთვის ერთნაირი არ არის და ქუჩებში სეირნობის დროს დეჟა ვუს მომენტი არ გვიპყრობს. თუ კარგად დავაკვირდებით აუცილებლად აღმოვაჩენთ სიახლეებს, თბილისური ნაძვის ხის ახალ დეკორაციებს, ახალ განათებებსა და მორთულობებს, რომლებმაც ჩვენი განწყობის შექმნაზე უნდა იზრუნონ.
გარდა ღამის თბილისისა, რომელიც უდავოდ ჯადოსნური და თვალისმომჭრელია, აღსანიშნავია პრეზიდენტის რეზიდენციის საახალწლო მოკაზმულობა, რომელსაც საგრძნობლად დაკრავს ტრადიციული ქართული საახალწლო ელფერი.
საუკეთესო განწყობის შესაქმნელად და იქნებ იმ პატარა ბიძგისთვისაც, ღამით ჯადოსნურ სამყაროში რომ გადაეშვათ, თავს დამტყდარ პანდემიაზე ფიქრი გვერდით გადადოთ და თქვენში მცხოვრები პატარა ბავშვი გაათავისუფლოთ - სულ რამდენიმე საათით მაინც, გთავაზობთ თბილისის მერის მიერ გაზიარებულ ღამის ქალაქის თვალისმომჭრელ სურათებს.