სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
სახელწოდება Risalamande საფრანგეთიდან მოდის და აღნიშნავს დესერტს, რომელიც ბრინჯისა და ნუშისაგან კეთდება. მიუხედავად ფრანგული სახელწოდებისა, ის დანიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ბრინჯის პუდინგს ვანილით, ნუშითა და ტოპკრემით, უფრო ხშირად ალუბლის ცხელ სოუსთან ერთად მიირთმევენ.
ინგრედიენტები
• 225 გრამი თეთრი ბრინჯი
• 100 მლ წყალი
• 1 ლ რძე
• 1-2 ც ვანილი
• 150 გრ ნუში (კანგაცლილი)
• 2 ს/კ შაქარი
• 500 გრ კრემი
მომზადების წესი
ბრინჯი წყალში 2 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დაამატეთ რძე და ცოტა ხანს ადუღეთ. მოაყარეთ ვანილი. ბრინჯი ნელ ცეცხლზე 35 წუთით დატოვეთ და რეგულარულად მოურიეთ, რათა ჭურჭლის ძირმა არ მიიკრას. ამის შემდეგ პუდინგი გააგრილეთ. დაჭერით ნუში და ბრინჯის პუდინგში აურიეთ. ცალკე ჯამში მოამზადეთ ტოპკრემი. შემდეგ კი ნელ-ნელა შეურიეთ ბრინჯის პუდინგს. მიართვით სტუმრებს და მათთან ერთად თქვენც ისიამოვნეთ. ცივ Risalamande-ს ალუბლის თბილი სოუსი მოასხით.