ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
პარიზის მოდის კვირეულის სცენა 22 იანვრის დღის ბოლოს AMI-ის ჩვენებას დაეთმო. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალექსანდრ მატიუსიმ, წვიმიან პარიზში წარადგინა 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალისა და მამაკაცის სამოსის კოლექცია.

ჩვენება 1920-იანი წლების შენობაში გაიმართა, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია. დიზაინის მინიმალიზმს სრულყოფილად ეხმიანებოდა ხის სკამებისა და დაუმთავრებელი კედლების სიმარტივე. მოდელები საქსოფონის ნაზი ტონალობების ფონზე წარადგენდნენ კოლექციას. თითოეული სამოსი ჰაეროვნების განცდას ტოვებდა.
AMI-ს კოლექციაში დიზაინერმა მთავარ ხაზად "Quiet luxury"-ს ტენდენცია აირჩია.

ფერთა პალიტრა ნეიტრალური იყო - თეთრი, შავი, ჩალისფერი, ყავისფერი და ყვითელი ტონები ჭარბობდა. სამკაულები ძირითადად ოქროსფერ და თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ტყავის ჩანთები კი კლასიკურ, დახვეწილ სილუეტებს ინარჩუნებდნენ. პოდიუმზე ვიხილეთ უნისექს პიჯაკები, შარვლები და პალტოები.

მთავარი დეტალი გამორჩეული საყელოები იყო. დიზაინერმა რამდენიმე ლუქში ოდნავ დიდი ზომის კაშნე-საყელოები და ჰალსტუხები გამოიყენა. თითოეული მოდელი თავისუფლად გადაადგილდებოდა პოდიუმზე, რაც სამოსს ჰაეროვნებასა და ბუნებრიობას მატებდა. წარმოდგენილ ლუქებში გამოჩნდა შოტლანდიური პატერნის ყვითელი ქვედაბოლოები, პალტოები და პიჯაკები.
პოდიუმზე ვიხილეთ ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომელმაც საშემოდგომო ლუქი - ქვედაბოლო, მოკლემკლავიანი მაისური და ღია ცისფერი ჩანთა მოირგო.
