YOU DODO YOU! სამკაულების ბრენდი DoDo საქართველოშია
DoDo 1994 წლიდან ქმნის სამკაულების მრავალფეროვან, ფერად და უნიკალურ დიზაინს. ამიერიდან კი, მისი გამორჩეული კოლექციები უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად Arttime-ის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
1926 წლის 21 აპრილს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე დაბადებული გოგონა ელისაბედი ტახტის მემკვიდრეთა რიგში მესამე იყო - ბიძის ედუარდ VIII-ისა და მამის ჯორჯ VI-ს შემდეგ. ლილიბეტის დაბადებისას, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ელისაბედი ოდესმე ტახტს დაიკავებდა, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
მომავალი დედოფლის დაბადებიდან 10 წლის შემდეგ, მისმა ბიძამ, რომელსაც სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ეკუთვნოდა, საკუთარ გვირგვინზე უარი განაცხადა და მოვალეობა უმცროს ძმას გადაულოცა. სწორედ მაშინ, ცხადი გახდა, რომ ელისაბედი მომავალი მონარქი გახდებოდა.
1947 წლის ნოემბერში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრინცესა ელისაბედმა ცხოვრება დიდ სიყვარულს - პრინც ფილიპს დაუკავშირა. სამეფო წყვილმა ერთად სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე 73 გაატარა, მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი აერთიანებდათ. ელისაბედისა და ფილიპის სიყვარულმა მოიარა მთელი მსოფლიო ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკიდან ინდოეთის ჩათვლით ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის დროშის ქვეშ.
და მხოლოდ გასული წლის აპრილის თვეში, 73-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II ტახტის მართვას საუკეთესო მეგობრისა და თანამგზავრის გარეშე განაგრძობს.
დღეს, 8 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში დიდებული ეპოქა დასრულდა - დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ცხოვრება სავსე იყო ყველაზე ნათელი მოგონებებით, საყვარელი ადამიანებითა და დიდი ტკივილითაც. წარმოგიდგენთ ლილიბეტის 96 წელს ფოტოებში.